რო­დის და­ა­კა­ვე­ბენ სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოს ავ­ტორს

რო­დის და­ა­კა­ვე­ბენ სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოს ავ­ტორს

"ამ ვი­დე­ოს წარ­მო­მავ­ლო­ბას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო "თა­ლი­ბან­თან", არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვი­დეო ატ­ვირ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან, IP მი­სა­მარ­თი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ა, ასე­ვე დად­გე­ნი­ლია ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მას­ში ჩარ­თუ­ლია FBI და ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბა ის­რა­ე­ლის მხა­რე", - გა­ნაცხ­ა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ე.წ. ჯი­ჰა­დის მუ­ქა­რის ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა თით­ქმის რვათ­ვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა ბო­ლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­ვე მე­ო­რედ მო­იწ­ვი­ა. გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კითხ­ე­ბი ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტინ­გენ­ტზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ ზე­მოთ ნახ­სე­ნებ მუ­ქა­რის ვი­დე­ორ­გო­ლებს შე­ე­ხე­ბო­და. ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად მა­ინც და­ეს­წრე­ბო­და სხდო­მას სა­კითხ­თა სიმ­წვა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა, რო­გორც მან­ვე გან­მარ­ტა, სწო­რედ ეს სა­კითხ­ე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო.

ფაქ­ტი­ა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მე­ბი არ გა­მარ­თუ­ლა, ვიდ­რე ზუს­ტად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არ შე­ახ­სე­ნა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა და მის მდი­ვან გი­გა ბო­კე­რას თა­ვი­სი უფ­ლე­ბა-­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. სა­კითხ­ის სიმ­წვა­ვის­გან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, სხდო­მას თავ­დაც­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის გარ­და პრე­მი­ე­რიც დას­წრე­ბო­და... სხდომა დახურული იყო. სავარაუდოდ, დაანონსებულ საკითხებს და­ე­მა­ტე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ურ­თი­ერ­თო­ბის თე­მა, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც მაია ფან­ჯი­კი­ძე აპი­რებ­და კითხ­ვე­ბის დას­მას - ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­ა­ნონ­სა. საქ­მე ის არის, რომ აშ­კა­რად ჩანს პრობ­ლე­მე­ბი პრე­ზი­დენ­ტსა და სა­გა­რეო უწყ­ე­ბას შო­რის. ცნო­ბი­ლი­ა, რომ რიგ ქვეყ­ნებ­ში და­სა­ნიშ­ნი ელ­ჩე­ბის კან­დი­და­ტუ­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­ვე თვე­ე­ბი არ ამ­ტკი­ცებს, ამას­თა­ნა­ვე, ერ­თგვა­რი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა ჩანს პრე­ზი­დენ­ტის უცხ­ო­უ­რი ვი­ზი­ტების და­გეგ­მვი­სა­საც. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხი ალ­ბათ იმ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა უფ­რო­ა. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში სწო­რედ ჩვენს ბა­ზა­ზე ტე­რაქ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბამ­დე გა­მო­ჩე­ნილ­მა ვი­დე­ო­მუქ­არამ გვა­რი­ან სა­ფიქ­რალ­ში ჩა­აგ­დო მთე­ლი ქვე­ყა­ნა. ჯერ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა, შემ­დეგ კი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც და­ა­დას­ტუ­რეს და უკ­ვე სა­და­ვო აღარ არის, რომ ეს ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან აიტ­ვირ­თა, რაც კი­დევ უფ­რო მეტ კითხ­ვას ბა­დებს. ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რა მა­ნამ­დე "თა­ლი­ბა­ნის" თუ სხვა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვებს არ ჰგავ­და, ამა­ზე ექ­სპერ­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ლა­პა­რა­კობ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერ­თიც - რო­დე­საც საქ­მე ტე­რო­რიზმს, მით უფ­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზმს ეხე­ბა, ალ­ბათ, გა­მო­ძი­ე­ბას უამ­რა­ვი ას­პექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში არა მხო­ლოდ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის და­მამ­ზა­დებ­ლი­სა და გა­მავ­რცე­ლებ­ლის პოვ­ნაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ უპირ­ვე­ლე­სად იმის დად­გე­ნაც, ვინ და რა დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან. "სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბის რეპ­ლი­კე­ბი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ნე­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნიშ­ნავს იმას, რომ მათ ან წარ­მოდ­გე­ნა არა აქვთ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, ან ეს არის პი­არ­ზე გათ­ვლი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც შე­უ­სა­ბა­მო და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი­ა. თუ არ ენ­დო­ბი­ან FBI-სთან ერ­თად წარ­მო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას, მა­შინ გა­მო­ვიდ­ნენ და ღი­ად თქვან, თუ არა­და, ნე­ბა იბო­ძონ, და­ე­ლო­დონ გა­მო­ძი­ე­ბას და მე­რე გა­ა­კე­თონ გან­ცხა­დე­ბე­ბი. ეს საქ­მე ასე მარ­ტი­ვად გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი არ არის", - გა­ნაცხ­ა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის მი­ზა­ნი პა­ნი­კის და­თეს­ვა და ეი­ფო­რი­ის შექ­მნა­ა.

თუმ­ცა ჩვენ­ში დრო­ის გას­ვლას­თან ერ­თად ეს სა­კითხი პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბის მი­ზე­ზად იქ­ცა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მტკი­ცე­ბით, ეს კლი­პე­ბი ჰგავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩე­ვ­ნო კლი­პებს, და­სა­ხელ­და ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნიც - კო­კა ყან­დი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. პარ­ლა­მენ­ტა­რი გო­გა ხა­ჩი­ძე სო­ცი­ა­ლუ­რ ქსელ­ში ავ­რცე­ლებ­და მო­საზ­რე­ბას, თით­ქოს ეს ძა­ლი­ან წა­ა­გავ­და ბე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში მომ­ზა­დე­ბულ ვი­დე­ორ­გოლს. თა­ვის მხრივ, კო­კა ყან­დი­აშ­ვილ­მა ამ ყვე­ლაფ­რის უკან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სი და­ი­ნა­ხა და ამის შე­მოქ­მედ­თა შო­რის გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეც და­ა­სა­ხე­ლა. მოკ­ლედ, ეს სა­კითხი იქ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზად, რაც გა­მო­ძიე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი­ა. პრე­მი­ე­რის თქმით კი, ამ­გვა­რი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა­ა" და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი და ქვაც სწო­რედ მათ ბოს­ტან­ში ის­რო­ლა. მან­ვე თქვა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თა­მა­შის ასეთ წე­სებს არ ცნობს, თუმ­ცა ის ამას­ვე აცხ­ა­დებ­და მა­შინ, რო­დე­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლოოდ გა­ირ­კვა, რომ ამის უკან სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იდ­გა. მაგ­რამ სრუ­ლი­ად გა­უგე­ბა­რი­ა, რა მო­ტი­ვი და მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამ კლი­პის მომ­ზა­დე­ბი­სა და გავ­რცლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამ ურ­თი­ერ­თბრალ­დე­ბებ­ში თით­ქოს სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გა ამ ყვე­ლაფ­რის უკან მე­სა­მე, გა­რე ძა­ლის არ­სე­ბო­ბის ვერ­სი­ა, არა­და, რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლოა ამის უკან მარ­თლაც იდ­გეს ძა­ლა, რო­მელ­მაც ახა­ლი "ქარ­თლის ჭი­რის" გავ­რცე­ლე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ით­ბოს ხე­ლი. აშ­კა­რა­ა, რომ მომ­ხდა­რის მე­რე კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და ჩვენ­ში უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორც ზო­გა­დად და­სავ­ლე­თის, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლად ნა­ტოს მი­სა­მარ­თით. გახ­შირ­და კითხ­ვე­ბი, ღირს კი ჩვე­ნი და­სავ­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბა ქვეყ­ნის­თვის ამ­გვა­რი საფ­რთხე­ე­ბის შექ­მნის ფა­სად?! თუმ­ცა ეს ზე­და­პი­რუ­ლი კითხ­ვე­ბია და დიდ­წი­ლად რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. შე­სა­ბა­მი­სად, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ამ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში სწო­რედ რუ­სუ­ლი კვა­ლი ვე­ძე­ბოთ.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ