ამნისტია გამოცხადდება იმ პირებზე, რომლებიც უკანონოდ განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს შსს-ს გადასცემენ

ამნისტია გამოცხადდება იმ პირებზე, რომლებიც უკანონოდ განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს შსს-ს გადასცემენ

პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად ამნისტია გამოცხადდება იმ პირებზე, რომლებიც უკანონოდ განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემენ.

კანონპროექტს ოფიციალურად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია დაარეგისტირებს.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდება ამნისტია იმ პირების მიმართ, ვისაც ნებსით თუ უნებლიეთ ხელთ ჩაუვარდა, გადასცეს, ან რაიმე ფორმით მასთან აღმოჩნდა და ინახავს უკანონოდ განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს.

ბესელიას განმარტებით, საუბარი არ არის იმ პირებზე ვინც ჩანაწერებს ახორციელებდა, საუბარია ვისაც აღმოაჩნდა ამ ჩანაწერის ორიგინალი ან ასლი.

"ასეთ პირებზე ამნისტია გამოცხადდება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან, თუ კანონის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან წარადგენენ და ჩააბარებენ ამ უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწრეებს", - აღნიშნა ბესელიამ.

რაც შეეხება იმ პირებს ვინც ახორციელებდა ამ უკანონო ჩანაწერებს, მისივე თქმით, ისინი პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან.

"მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი საკანონმდებლო გზა იმისა, რომ არქივის განადგურების შემთხვევაში კიდევ შეიძლება აღმოჩნდეს რამდენიმე ადამიანთან ფარული ჩანაწერები. ამ ეჭვისა და საფრთხის გამოსავლენად ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას მოქალაქეებს მათ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ჩააბარონ უკანონო მასალა", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ