ჯორჯ ბუშის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში საკუთარი წინდის ფოტო უამრავმა ადამიანმა გამოაქვეყნა

ჯორჯ ბუშის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში საკუთარი წინდის ფოტო უამრავმა ადამიანმა გამოაქვეყნა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს 89 წელი შეუსრულდა. მისი დაბადების დღის აღსანიშნად, "ჯორჯ ბუშის ცენტრმა" ხალხს სოციალურ ქსელებში მათი წინდების ფოტოების გამოქვეყნება სთხოვა. მხიარული ინიციატივა მალევე აიტაცა ინტერნეტ-საზოგადოებამ. ჯორჯ ბუშის დაბადების დღე ორიგინალური ფორმით თეთრი სახლის ყოფილმა მაღალჩინოსნებმაც მიულოცეს.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ცნობილია ფერადი წინდებისადმი მისი სიყვარულით. "ტვიტერსა" და "ფეისბუქში" ხშირად ვრცელდება ოფიციალურ ღონისძიებებზე გადაღებული ფოტოები, რომლებზეც უფროსი ბუში ფერადი წინდებით არის გამოსახული.

ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში ამერიკის 41-ე პრეზიდენტი იყო. პოლიტიკოსმა პოსტი 1993 წელს დატოვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია buzzfeed.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს