ბატონო ირაკლი, გააძევეთ მოღალატეები სამინისტროდან!

ბატონო ირაკლი, გააძევეთ მოღალატეები სამინისტროდან!

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჯაშუშად შერაცხილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მთავარი მრჩეველი, პოლიტიკური მოტივით რეპრესირებული სიმონ კილაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ დამნაშავე პროკურორებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებს და სხვებს, როგორც "სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ", დანაშაული უნდა ეპატიოთ.

- უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ისინი სისტემის მსხვერპლნი არიან და შეცდომები ვაპატიოთო. ვერ იქნებოდნენ სისტემის მსხვერპლნი, რადგან სწორედ ქვედა რგოლში "იკერებოდა" საქმეები გამომძიებელ-პროკურორთა ხელით; ისინი შეგნებულად სჩადიოდნენ დანაშაულს და მორჩილად ასრულებდნენ ხელმძღვანელთა ზეპირ უკანონო მითითებებს; მათ შეეძლოთ თანამდებობიდან გადადგომა, რათა თავი აერიდებინათ უკანონობის შესრულებისთვის, მაგრამ ეს არ გააკეთეს. რატომ? ვერ თქვეს უარი კარგ ხელფასზე, პრემიებზე, შეღავათებზე... როცა ასეთ გამომძიებელ-პროკურორ-მოსამართლეს კვლავ თანამდებობაზე ვხედავ, თანაც ისევ ისე უტიფრად იქცევა, ეჭვი მიპყრობს - იმსახურებენ კი ისინი პატიებას?

ვინაა სისტემის მსხვერპლი - მე თუ ისინი, რომელთა გამო უდიდესი სულიერი ტრავმა მივიღე, მატერიალურ ზარალზე რომ არაფერი ვთქვა?

ამას წინათ წავიკითხე, რომ "ნაციონალთა" მმართველობის დროს ლაფანყურის ოპერაციის დამგეგმავი, მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ვინმე ვალერი ზუმბაძე დღეს იმავე ოპერაციისას დაშვებული უკანონო ქმედებების გამოძიებას ხელმძღვანელობსო... მინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვო: თუ ეს მართლაც ასეა, გააძევეთ ვალერი ზუმბაძეები სამინისტროდან! ნუ იცავთ მათი მუნდირის ყალბ ღირსებას! როცა ასეთ ამბებს ვისმენ, არც ის გამიკვირდება, რომ ჩემს წინააღმდეგ 2006 წელს ცრუბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი, რომელმაც იმ დანაშაულის აღიარება მაიძულა, რომელიც არ ჩამიდენია, აღიარების ტექსტი დამიწერა და ვიდეოკამერის წინ წამაკითხა, დღეს დაწინაურებული იყოს და კვლავ "ქვეყნის ჯაშუშების" დაჭერის გეგმებს ადგენდეს. ამას ვუწოდებთ სამართლიანობის აღდგენას? ჯერჯერობით თანამდებობებზე ისეთი მოსამართლეები მუშაობენ, ბევრი უსამართლო განაჩენი რომ გამოიტანეს. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე. ნასამართლობის მოხსნის თხოვნით მივმართე და უარი მივიღე - მისი აზრით, არაკეთილსაიმედო პიროვნება ვარ და კვლავ შემიძლია, თურმე, დანაშაულის ჩადენა. სამართლის დაგვიანება ხალხის ოცნებასა და იმედს მოკლავს.

- თქვენს ყოფილ ბრალმდებელ პროკურორთან დაკავშირება თუ სცადეთ?

- მითხრეს, რომ დიდი ხანია, პროკურატურაში აღარ მუშაობს. ამას წინათ "ფეისბუკში" ვიპოვე და საუბარი ვთხოვე, ჩემი საქმის დეტალები მაინტერესებდა, რადგან საქმე წაკითხული არ მაქვს - ხელი მომაწერინეს და გრიფი "სრულიად საიდუმლო" დაადეს. როცა მასთან დაკავშირებას შევეცადე, "ფეისბუკიდან" საერთოდ გაქრა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ