ავეჯის სახლი "ვერონა" - ახალი სტანდარტი ქართულ რეალობაში

ავეჯის სახლი "ვერონა" - ახალი სტანდარტი ქართულ რეალობაში

პირველი, რაც "ვერონას" გაგონებისას გახსენდებათ, შექსპირია. თუმცა, ამ შემთხვევაში, არა-ლიტერატურულ ნაწარმზე, არამედ მატერიალურ პროდუქტზე ვისაუბრებთ. ეს პროდუქტი კი დახვეწილი დიზაინის გარდა მაღალი ხარისხით გამოირჩევა და თუ გსურთ, თქვენი სივრცე გემოვნებით მოაწყოთ, აღმაშენებლის ხეივანზე ავეჯის ახალგახსნილ სახლ "ვერონას" აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

აქ ყველაფერია, რაც გჭირდებათ: ავეჯის ფართო ასორტიმენტი, განათების სისტემები, დეკორაციები თუ აქსესუარები. მოდის ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი პროდუქტი, გარდა იმისა, რომ მომხიბვლელად გამოიყურება, დეტალურად არის დამუშავებული მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებით და კომფორტთან ერთად ხარისხს გპირდებათ.

რამდენიმე სერიოზული ქარხნის პროდუქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს არჩევანი სასურველ დიზაინზე გააკეთოს. მოდის თანამედროვე ტენდენციებთან ერთად "ვერონა" არც კლასიკას ივიწყებს. მინიმალისტური ფორმების გვერდით წარმოდგენილია ევროპის დღევანდელი პოპულარული ტრენდი: მისაღები ოთახების მიკროსკოპულად დამუშავებული კლასიკური ხაზები ფრანგული დაძველების ეფექტით.

ავეჯის სახლი თავისთავად გულისხმობს დიდ სივრცეს, რადგან თავად პროდუქცია არც ისე მცირე ზომებით გამოირჩევა. ათას ორას კვადრატულ მეტრზე გაშლილი "ვერონა" შემთხვევითი პრინციპით განლაგებული ნივთებით შევსებული სივრცე არ გახლავთ. აქ ყველა დეტალი გამოცდილი დიზაინერების ხელით შექმნილ წესრიგს ემორჩილება და შესაბამისად, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება უმარტივდება: მას შეუძლია, მაგალითად, ახალშეძენილ სამეულს იქვე, საკუთარი ინტერიერის გათვალისწინებით შეურჩიოს ჟურნალების მაგიდა.

გარდა ადგილზე მოცემული პროდუქციისა, ავეჯის სახლი "ვერონა" მომხმარებელს სრულ კომფორტს იმ მხრივაც უქმნის, რომ სთავაზობს შეკვეთის სერვისსაც. არსებული საჩვენებილი ტექსტილებისა და ხის ფაქტურების მიხედვით მომხმარებელი სასურველ ფერსა თუ ქსოვილს არჩევს. შეკვეთა, ამ შემთხვევაში, გამარტივებული პროცედურაა და დამღლელ ბიუროკრატიას არ მოიცავს. თქვენ, უბრალოდ, არჩევთ. "ვერონა" უკვეთს.

ფასისა და ხარისხის ადეკვატური პროპორცია ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც მომხმარებელი ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებს. შესაბამისად, "ვერონას" მესვეურებს მხედველობიდან არც ეს დეტალი გამორჩათ და გვერდი აუარეს ტენდენციას, რომელიც იტალიურ ავეჯს კოსმოსურ, ხელოვნურად გაზრდილი ფასებით გთავაზობთ.

სულ მალე მეორე სართულიც გაიხსნება და პროდუქცია ამჯერად ორიათას ხუთას კვადრატულ მეტრს დაიკავებს. მეორე სართულის გემოვნებით მოსაწყობად კი ძალისხმევას არ იშურებენ და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებები ახალ ქარხნებთან ქართველ მომხმარებელს იტალიური ხაზის გაფართოებას ჰპირდება.

ავეჯის სახლი "ვერონა"

აღმაშენებლის ხეივანი, მე-5 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო "გოლდენ პალასის" წინა ფასადი)

verona.com.ge

www.facebook.com/Verona.com.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი