ავღანეთი აშშ-სთან უსაფრთხოების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს

ავღანეთი აშშ-სთან უსაფრთხოების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს

ავღანეთი აშშ-სთან უსაფრთხოების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ ყარზაიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი "თალიბანთან" პირდაპირ მოლაპარაკებებს ავღანეთზე წინ გამართავს.

ავღანეთსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხების შედეგად, რომელიც მზადების პროცესშია, აშშ-ის ჯარებს ავღანეთის ტერიტორიაზე დარჩენა 2014 წლის შემდეგაც შეეძლებათ. თუ შეთანხმება არ შედგა, 2014 წლის ბოლოდან აშშ-მ სრულად უნდა გამოიყვანოს ჯარები ავღანეთიდან.

აშშ-სა და "თალიბანს" შორის პირველი შეხვედრა სავარაუდოდ ხუთშაბათს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, სადაც თალიბებმა რამდენიმე ხნის წინ გახსნეს საკუთარი წარმომადგენლობა.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა