ჟერარ დეპარდიე სოჭის ოლიმპიადის შესახებ ფილმში ითამაშებს

ჟერარ დეპარდიე სოჭის ოლიმპიადის შესახებ ფილმში ითამაშებს

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქე გახდა, ფილმში "სპორტი საზღვრების გარეშე" მთავარ როლს შეასრულებს. სურათი სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ეძღვნება. ჟერარ დეპარდიეს პარტნიორობას მსახიობი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი მარია კაჟენკოვა გაუწევს. ამის შესახებ 20 ივნისს პროექტის პროდიუსერმა ფედორ პოპოვმა განაცხადა.

სიუჟეტის მიხედვით, დეპარდიე ხელმძღვანელ პირს განასახიერებს, რომელიც რუსეთის სამთო მოთხილამურეთა გუნდის შედეგიანობის გაზრდას ცდილობს. სურათში მონაწილეობას სამთო მოთხილამურე კარლ შრანსიც მიიღებს.

ცნობილია, რომ ფილმის რეჟისორები იქნებიან ავსტრიელი ოტტო რეტცერი და რუსი ალექსანდრ ლომაკინი. ფილმის ბიუჯეტი 3 მლნ ევროა.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება