გია ხუხაშვილი - როდესაც პრეზიდენტი ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია

გია ხუხაშვილი - როდესაც პრეზიდენტი ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია

საქართველოს მთავრობის მრჩეველი, გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გია ხუხაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი "ახერხებს და ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს", ეს მძიმე მოსასმენია.

"მაგრამ დღეს, ვფიქრობ, ეს უფრო მისი პირადი ტრაგედიაა და საბედნიეროდ, სახელმწიფოს უკვე ვეღარ აზიანებს. არა იმიტომ, რომ მის მიერ ჩემი გვარის ხსენებამ აშკარად ცილისმწამებლურ კონტექსტში, რაიმენაირად ღირსება შემილახა, არამედ უბრალოდ ინფორმაციისთვის: ჩხატარაშვილთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ მას ჩემთან არასდროს არ უმუშავია, არ მუშაობს ამჟამად და არასოდეს იმუშავებს მომავალში; რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხატარაშვილი მუშაობდა პროკურატურაში. თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პიროვნება ჩართული იყო შსს-ს თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, ეს არის მისი მხრიდან იმის აღიარება, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და მთელი სახელმწიფო მანქანა აწამებდა, აუპატიურებდა და ამ გზით იღებდა სასურველ აღიარებით ჩვენებებს; ბიზნესის ტერორი - ეს იყო მისი ხელისუფლების კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. მე ვამაყობ ზუსტად იმით, რომ ამ თვეებში გავაკეთე ყველაფერი სხვებთან ერთად, რათა ბიზნესი გათავისუფლებულიყო იმ კრიმინალური მეტასტაზებისგან, რომლითაც გაჟღენთილი იყო ქვეყნის ეკონომიკური ქსოვილი", - აცხადებს ხუხაშვილი.

მისი თქმით, ის არ აპირებს სააკაშვილს პატივის და ღირსების შეურაცხყოფისთვის უჩივლოს, "რამეთუ როგორც ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს - მჯერა, რომ არც თუ შორეულ მომავალში - მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებებზე მოუწევს პასუხისგება".

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ მიმართვაში ძალოვან სისტემაში "დარღვევების ჩამდენი ორი მთავარი ფიგურა-ვინმე ჩხატარშვილი და ლევან ქარდავა დაასახელა.

"ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი მთავრობის მთავარი მრჩევლის და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის, გია ხუხაშვილის. ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების დღესდღეობით", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა