თემურ ალასანია საქართველოშია?

თემურ ალასანია საქართველოშია?

მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი წერს.

"თურმე, პაგონებიანი ბიძა თემურ ალასანია ჩამოსულა საქართველოში... ეს ან იმას ნიშნავს, რომ მიშას გაუჭირდა, ან იმას, რომ მთელი ოჯახი ძალიან არხეინად გრძნობს თავს!... დაკითხვაზე არ უნდა იყოს დაბარებული, ნეტავ????? და თბილისის მაგივრად მოსკოვს არ უნდა უბრუნდებოდეს მრავალწლიანი ეფექტური სამსახურის დასასრულს?", - წერს ზურაბიშვილი.

ყოფილი მინისტრი იქვე 1911 წლის 21 ივლისს თელავში, პოეტ აკაკი წერეთლის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას იმ სისტემის მემკვიდრეებს უწოდებს, რომლის მსხვერპლიც, თავის დროზე, ეს ჩვენი საამაყო წინაპრები გახდნენ.

"ესენი არ ვიცი წავიდნენ ემიგრაციაში თუ დარჩნენ, მაგრამ გაქრნენ კი, უფრო სწორედ გააქრეს! და არ უნდა დავივიწყოთ რა მსხვერპლი და ფასი გადაიხადა საქართველომ ამ ერთსაუკუნოვან საბჭოთა და პოსტ საბჭოთა წყობის გამო და მისი "სიმშვიდისათვის"! ეს მათთვისაა ნათქვამი, პირველ რიგში, ვინც დღეს მისტირის საბჭოთა წყობას: იმდროინდელი სიწყნარე, დასაქმება და უდარდო ცხოვრება ჩვენი წინაპრების გაწყვეტის ხარჯზე იყო და ქვეყნის გადაგვარების განადგურებისა, რასაც დღეს ვიმკით... მეტი დაფიქრება გვევალება როცა წარსულს ვარდისფერ ფერებში ვიგონებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამწყო ასევე გაუსაძლისია! ისიც ხომ ნათელია, რომ მუშაობს ჯერ კიდევ ერთი დიდი სისტემა დაწყებული ორჯონიკიძეებით, გაგრძელებული ბერიებით, შევარდნაძეებითა და მისი დღეს კიდევ მოქმედი ლაქიებით, სააკაშვილი მისი პაგონებიანი ბიძით და დაავადებული გარემოცვით... ეს სისტემა ერთი რომაა, იმიტომ არც არის გასაკვირი ერთნაირ მეთოდებს ხმარობდეს: დაბეზღება, დაშინება, წამება, ადამიანების გაქრობა განადგურება და ტყუილი, ტყუილი, უსასრულო ტყუილი.... ამ ყველაფერზე კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავიგოთ, რომ უკან დაბრუნება ეს არის იგივე სააკაშვილის რეჟიმის გაგრძელება, შევარდნაძის გაცოცხლება... ესენი ხომ ერთი ბოროტების სხვა და სხვა განსახიერებები არიან! ამ შავი ხვრელიდან ან გამოსვლა გვინდა ან ჩაჭირვა... მესამე გზა არ არსებობს!", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს