სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასს მოუმატებენ

სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასს მოუმატებენ

სექტემბრიდან სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი მოემატებათ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ხელფასის მომატება შემდეგი სქემით მოხდება: სკოლის დირექტორებს ჰქონდათ 600 ლარი, ახლა ექნებათ - 660.

დირექტორის მოადგილეებს ქონდათ 335 ლარი, ახლა ექნებათ 400 ლარი. სკოლის ბუღალტერს ჰქონდა - 235 ლარი, ახლა ექნება - 320 და ა.შ.

მარგველაშვილის ინფორმაციით, მინისტრის ბრძანებულებაში შესული ცვლილების შემდეგ, სკოლის მასწავლებლების შვებულება 40 სამუშაო დღით განისაზღვრა.

"2013 წლის ივლისის დასაწყისიდან ყველა მასწავლებელი წინმსწრებით მიიღებს შვებულების თანხას და მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ 2 თვის განმავლობაში კარგად დაისვენონ და მოემზადონ ახალი სასწავლო წლისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე ისაუბრა სკოლების რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ ზაფხულში, სამინისტრო 600-მდე სკოლის რეაბილიტაციას და რამდენიმე სკოლის მშენებლობას გეგმავს.

რაც შეეხება უფასო სახელმძღვანელოების საკითხს, მარგველაშვილის განცხადებით, 2013 წლის სექტემბერში ყველა საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სახელმძღვანელობი უფასოდ მიეცემათ.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოების ბეჭდვა და დასაწყობება მიმდინარეობს და მალე მოხდება მათი სკოლებში დარიგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია