ბიძინა ივანიშვილი - არიან სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ში MAP-ის გარეშე შევიდნენ

ბიძინა ივანიშვილი - არიან სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ში MAP-ის გარეშე შევიდნენ

არიან სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ში Map-ის გარეშე შევიდნენ და ამის მაგალითები არსებობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რაც შეეხება Map-ს, ჩვენ ასე პრინციპულად არ ვაყენებთ საკითხებს. ჩვენ დაველოდებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციას - ალიანსი განიხილავს, რა რეალური ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას საქართველოსთან მიმართებაში, რა იქნება რეალისტური და ამაზე გავაკეთებთ აქცენტებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან ამ თემაზე საუბარი დღესაც ჰქონდა.

"გვქონდა საუბარი ამ შეხვედრაზე, რომ ეს არ არის პრინციპული. Map-ის გარეშეც არიან სახელმწიფოები შესული ნატო-ში. ამის მაგალითებიც არსებობს. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ პროგრესს. ჩვენ ტერმინებზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტები, თან ნაადრევად, უნდა შევხედოთ იმას, რაც რეალისტურია", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა