თამარ ჩერგოლეიშვილი - "ქართული ოცნების" სამართალდამცავებს დღეები აერიათ

თამარ ჩერგოლეიშვილი - "ქართული ოცნების" სამართალდამცავებს დღეები აერიათ

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებას ეხმაურება.

"ეჭვი მაქვს, "ქართული ოცნების" სამართალდამცავებს დღეები აერიათ, ჩათვალეს რომ NATO-ს ელჩები დღეს დილით გაფრინდნენ და დააცხრნენ მერიას და საკრებულოს. მერე ვიღაცამ დაურეკა, აუხსნა, რომ ჯერ კიდევ აქ არიან და გაუშვეს :)) ", - წერს ჩერგოლეიშვილი.

დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიისა და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავება მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმეს უკავშირდება. მოწმის სახით დაიკითხნენ თბილისის მერიის და გამგეობების თანამშრომლები. დაკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს