ჯასტინ ბიბერის ახალ შეყვარებულს ქმარი ჰყავს

ჯასტინ ბიბერის ახალ შეყვარებულს ქმარი ჰყავს

რამდენიმე დღის წინ ჯასტინ ბიბერი უცნობ გოგოსთან ერთად შენიშნეს. მისი ვინაობა უკვე ცნობილია და ჟურნალისტებმა იმის დადგენაც შეძლეს, რომ პოპ-ვარსკვლავის ახალ შეყვარებულს ქმარი ჰყავს.

ჯორდან ოზუნა 22 წლის მოდელია, რომელიც სამოდელო კარიერის პარალელურად კაზინოში მიმტანად მუშაობს. ლას-ვეგასში სტუმრობის დროს ჯასტინი მასთან მთელ თავისუფალ დროს ატარებდა. ახალგაზრდები დაივინგის დროსაც ნახეს. თუმცა სავარაუდოდ, მათ რომანს დიდი მომავალი არ უწერია, ვინაიდან ჯორდანი სხვა მამაკაცზეა დაქორწინებული.

ჟურნალისტებმა ისიც დაადგინეს, რომ ჯორდანი სკოლის დამთავრების შემდეგ გათხოვდა. წყვილმა ერთად 1 წელი იცხოვრა. მართალია ახლა ჯორდანი მარტო ცხოვრობს, მაგრამ ოფიციალურად მეუღლეს ჯერ არ გაყრია. ჯორდანის მეუღლე სამხედროა და ამჟამად მსახურობს. სავარაუდოდ, მას არც კი გაუგია მისი ცოლის და ჯასტინ ბიბერის რომანის შესახებ.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება