"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, ეს გამოწვეულია იმ უპრეცედენტო დაკავებებით, რომელიც განხორციელდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ.

ბეჟაშვილის თქმით, საპარალემტნო უმცირესობა დღესვე თბილისში დაბრუნდება.

"ნაციონალური მოძაობის" მიმართ ხორციელდება უპრეცედენტო შეტევა. გუშინ დააკავეს ჩვენი პარტიის წევრები, ასევე რაიონული ორგანიზაციის ლიდერები და რიგითი წევრები. ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" ხორციელდება უპრეცედენტო შეტევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას საპარალამენტო საქმიანობაში, ვერ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი კანონპროექტების განხილვაში ასეთ ვითარებაში, როგორიც არის სერიალები და ა.შ.", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა დაკავება, რომელიც გუშინ განხორციელდა იყო საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევა.

"ჯერ ეს ადამიანები დააკავეს საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, შემდეგ ასევე უხეში დარღვევით გაათავისუფლეს და შემდეგ ისევ დარღვევით დააკავეს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" გეგმები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება "ინტერპრესნიუსის" კითხვას, დაიწყება თუ არა დღეს პრაიმერი, ამასთან დაკავშირებით ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ დღეს შესაბამისად პრაიმერი გადაიდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა