უცნაური ფაქტები ძაღლების შესახებ

უცნაური ფაქტები ძაღლების შესახებ

უცნაური ფაქტები ძაღლების შესახებ, რომელთა შესახებაც შეიძლება ბევრმა არაფერი იცოდეს.

1. უსინათლო ბოქსიორი, ბექსი, ერთგული მეგობარი ბატის წყალობით ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმით ცხოვრობს. ბატი მეგობარს გადაადგილებაში ეხმარება. ძაღლს რომ არ შეეშინდეს, მთელი დღის განმავლობაში ბატი მის თავზე კისერს დებს.

2.რუსეთში უპატრონო ძაღლები მეტროთი ”მგზავრობენ”.

3. ძაღლს დაახლოებით 250-მდე ჟესტისა და სიტყვის გაგება შეუძლია.

4. ძაღლები საკუთარი სიძლიერის დემონსტრირებისთვის სხვა ცხოველს თათს ადებენ.

5. ავღანეთში ორმა უპატრონო ძაღლმა 50 ამერიკელი ჯარისკაცი გადაარჩინა. "ფეისბუქსის" 21 000-მა მომხმარებელმა სპეციალური ფონდის დახმარებით ძაღლების ამერიკაში ჩაყვანა შეძლეს.

6. ეს ძაღლი, სახელად ნესბიტი მფრინავის ბარათს ფლობს.

7. ძაღლი, სახელად ლეო საავადმყოფოში უკურნებელი სენით დაავადებულ პატარებს ართობს და ეთამაშება.

8. 1860 წელს სან-ფრანცისკოში 2 უპატრონო ძაღლი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. 2 მეგობრის საგმირო საქმეებზე ყველგან წერდნენ. არსებობს დოკუმენტები, სადაც მითითებულია, რომ ამ ძაღლებს მაწანწალა ძაღლების დამჭერი ბრიგადები ვერ შეეხებოდნენ.

9. ახალ ზელანდიაში ძაღლის ფორმის სასტუმრო მდებარეობს.

10. კოლორადოს შტატში მცხოვრებ ნაკიოს სხეულის მოყინვის გამო ოთხივე თათის ამპუტაცია დასჭირდა. თუმცა, სპეციალური პროთეზების წყალობით, ჩვეულებრივ განაგრძობს ცხოვრებას.

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს