რა­ტომ მოკ­ლა კლი­ენ­ტმა ხე­ლო­სა­ნი

რა­ტომ მოკ­ლა კლი­ენ­ტმა ხე­ლო­სა­ნი

23 ივ­ნისს, სა­ღა­მოს, დიდ დი­ღომ­ში, პეტ­რი­წის 6 ნო­მერ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია 47 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზოს ერ­თ-ერთ ავ­ტო­ფა­რეხ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მღე­ბა­ვი იყო. ელ­ხან ემი­ნო­ვი წარ­მო­შო­ბით გან­ჯი­დან იყო. ემი­ნო­ვი დე­დით ქარ­თვე­ლია და ქრის­ტი­ა­ნუ­ლად იყო მო­ნათ­ლუ­ლი. იგი თბი­ლის­ში, პეტ­რი­წის ქუ­ჩა­ზე დისშვილ­თან და სი­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ის 2 წლის წინ გად­მო­ვი­და დიდ დი­ღომ­ში საცხ­ოვ­რებ­ლად. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­ხან ემი­ნოვს უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ენ­ტთან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და. ემი­ნოვ­მა მას ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­უ­ღე­ბა, რო­მე­ლიც კლი­ენტს არ მო­ე­წო­ნა. მან მღე­ბა­ვი ჯერ სას­ტი­კად სცე­მა, მე­რე კი ბარ­ძაყ­ში დაჭ­რა. დაჭ­რი­ლი ელ­ხან ემი­ნო­ვი სა­ხე­ლოს­ნო­დან ეზო­ში გა­მო­ვი­და და მე­ზობ­ლებს სთხო­ვა, სას­წრა­ფო გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნათ. მას პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა მე­ზობ­ლებ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სას­წრა­ფოს ბრი­გა­და 25 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მი­სი გა­დარ­ჩე­ნა ვეღარ შეძ­ლეს. ჩვენ მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­ხან ემი­ნო­ვი შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს თა­ნამ­შრო­მელ­მა მარ­ტო და­ტო­ვა და გა­იქ­ცა. უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ნე­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო და "საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად" მე­გო­ბარ­თან ერ­თა­დ მივიდა. ამ­ჯე­რად ორი­ვე მათ­გა­ნი მი­მა­ლუ­ლი­ა. საქ­მე აღ­ძრუ­ლია 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით და მას შსს-ს სა­ბურ­თა­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბა იძი­ებს.

ლია გი­ორ­გაშ­ვი­ლი (მე­ზო­ბე­ლი): არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო ელ­ხა­ნი, მე­ზობ­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, მხი­ა­რუ­ლი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. უა­რის თქმა არა­ფერ­ზე შე­ეძ­ლო, წარ­მოდ­გე­ნაც მი­ჭირს, რა მოხ­და. მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. და­ახ­ლო­ე­ბით, 11-ის 20 წუთ­ზე და­მი­რე­კა ჩემ­მა შვილ­მა და მითხ­რა, რომ ელ­ხა­ნი მოკ­ლეს, მე­ზობ­ლის ბიჭ­მა გა­და­უ­ჭი­რა არ­ტე­რი­ა, დაჭ­რი­ლი ელ­ხა­ნი პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­დან სა­კუ­თა­რი ფე­ხით გა­მო­ვი­და ეზო­ში და დახ­მა­რე­ბა ითხ­ო­ვა. ამ დროს კა­ცე­ბი იყ­ვნენ გა­რეთ, ნარდს თა­მა­შობ­დნენ, ელ­ხან­მაც ითა­მა­შა იმ სა­ღა­მოს ნარ­დი ეზო­ში. შემ­დეგ კი წა­ვი­და, უთ­ქვამს საქ­მე მაქვს, კლი­ენ­ტი უნ­და მო­ვი­დე­სო. ბი­ჭე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მი­სი სი­ძეც იქ იყო შემ­თხვე­ვის დროს, მაგ­რამ ზუს­ტად ვე­რა­ფერს გეტყ­ვით.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი თუ იყო?

- ოჯა­ხი არ ჰყავ­და. მცხე­თა­ში ჰქონ­და სახ­ლი, ვი­ცი, რომ და-­ძმა ჰყავს. მორ­წმუ­ნე იყო.

ავ­თან­დილ გორ­გა­ძე (მე­ზო­ბე­ლი): მის სი­ძეს ვიც­ნობ ძა­ლი­ან კარ­გად, ელ­ხა­ნი 6 თვის წინ სწო­რედ მის­გან გა­ვი­ცა­ნი და ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ­დი. 70 წლის კა­ცი ვარ და 9 სა­ათ­ზე უკ­ვე მძი­ნავს, ამი­ტომ დი­ლით გა­ვი­გე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. კარ­გი ბი­ჭი იყო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, გუ­ლი­ა­ნი, დიდ პა­ტივს ვცემ­დი საწყ­ალს. ამ­ბო­ბენ, რომ კლი­ენ­ტთან მო­უ­ვი­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვი­ცი.

ელ­ხან ემი­ნოვს უკ­ვე ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა და ის მცხე­თა­ში, სა­კუ­თარ საცხ­ოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ