ბელორუსში "მის მინსკი 2013"-ის გამარჯვებული სკანდალში გაეხვია

ბელორუსში "მის მინსკი 2013"-ის გამარჯვებული სკანდალში გაეხვია

ბელორუსის მედია და ბლოგერები "მის მინსკი 2013"-ის გამარჯვებულის, იანა კონცევენკოს პიკანტურ ფოტოებს განიხილავენ.

ლამაზმანის პირველი თამამი ფოტოები იანას Instagram-ის საიტზე იპოვეს. ერთ-ერთ მათგანზე გოგონა საცვლების ამარაა.

მოგვიანებით, ინტერნეტ-მომხმარებლები კონცევენკოს მინსკის ერთ-ერთ წვვეულებაზე გადაღებულ კიდევ უფრო თამამ ფოტოებს წააწყდნენ. პრესამ ამავე დროს გაარკვია, რომ მეორე ვიცე-მისი, ნატალია ბაშურა გოუ-გოუს მოცეკვავედ მუშაობს, ხოლო "მის მეგობრობის" ტიტულის მფლობელი ეკატერინა ვოიტუსი და კონკურსის კიდევ რამდენიმე მონაწილე კლუბში სტრიპტიზს ცეკვავენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ "მის მინსკი" საცვლებში არა მხოლოდ სახლში, არამედ საზოგადოებაშიც პოზირებს. გამოცემა Geometria-მ მინსკის კლუბ Dozari-ში წვეულებაზე გადაღებული იანა კონცევენკოს ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე იანა ბარის დახლზე მკერდმოშიშვლებული წევს, ხოლო მეორეზე ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ცეკვავს.

ბელორუსის ინტერნეტ-აუდიტორია ორად გაიყო. ერთნი ამბობენ, რომ აუცილებელია გოგონას სიმალაზის დედოფლის ტიტულის ჩამორთვან. სხვები კი მიიჩნევენ, რომ გოგონას უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, როგორ იცხოვროს.

მომზადებულია Комсомольская правда-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს