ქართველების მიმართ რუსების უარყოფითი დამოკიდებულება გაიზარდა

ქართველების მიმართ რუსების უარყოფითი დამოკიდებულება გაიზარდა

რუსებს ბოლო დროს უკრაინელებისა და ქართველების მიმართ სულ უფრო უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. ამის შესახებ Ромир-ის სოციოლოგები ირწმუნებიან.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ 2011 წელს რუსების დაახლოებით ნახევარი უკრაინელებისადმი დადებითად იყვნენ განწყობილნი. წელს კი ეს რიცხვი 40%-მდე დაეცა. 

მსგავსი სიტუაციაა საქართველოსთან მიმართებაში. 2011 წელს რუსების 55%-ს ქართველებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, ამჟამად კი უარყოფით პასუხს გამოკითხულთა 71% იძლევა. გადაწყეტილება დაახლოებით 18%-მა შეიცვალა.

ამასთან, რუსები კეთილგანწყობილნი არიან ჩინეთის, ბელორუსის და აშშ-ის მიმართ.

მომზადებულია ledn.info-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა