შაკირამ ყოფილი საქმრო უფულოდ დატოვა

შაკირამ ყოფილი საქმრო უფულოდ დატოვა

მომღერალმა შაკირამ ყოფილ საქმროს, არგენტინის ექს-პრეზიდენტის ვაჟს, ანტონიო დე ლა რუას სასამართლო პროცესი მოუგო. ყოფილი საქმრო მომღერლისგან კომპენსაციის სახით 45 მლნ დოლარს ითხოვდა. ის აცხადებდა, რომ ბრენდი Shakira სწორედ მისი შექმნილია.

სასამართლომ დე ლა რუას სარჩელი არ დააკმაყოფილა და დაადასტურა, რომ შაკირა საკუთარი ქონების ერთადერთი მფლობელია.

"ანტონიოსთან შეხვედრამდე მე უკვე ცნობილი და აღიარებული მომღერალი ვიყავი", - განაცხადა შაკირამ სასამრთლოს განაჩენის შესახებ.

ანტონიო საკუთარ ფინანსურ პრეტენზიებს იმით ხსნიდა, რომ მომღერალთან თანაცხოვრების დროს მას სარეკლამო აგენტის კარიერის დათმობა უწევდა და მომგებიან კონტრაქტებსა და წინადადებებზე, რომლებსაც მისთვის 200 მლნ დოლარზე მეტის მოტანა შეეძლო, უარს ამბობდა. დე ლა რუას თქმით, მან მომღერლის კარიერას თავი მიუძღვნა, რადგან მისი აგენტი იყო.

არგენტინელმა ჩათვალა, რომ სრულიად კანონიერი იქნებოდა მათი ერთად ყოფნის დროს მომღერლის მიერ გამომუშავებული თანხის, 252 მლნ დოლარის 18%, ანუ 45 მლნ დოლარს თუ მოითხოვდა. დე ლა რუა შაკირასთან ერთად შეძენილი ურუგვაის მამულისა და ნიუ-იორკის აპარტამენტებითაც იყო დაინტერესებული.

წყვილი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად 2011 წლის იანვარში დაშორდა.

მომღერალი dni.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება