რა სურს თემურ ალასანიას ივანიშვილისგან

რა სურს თემურ ალასანიას ივანიშვილისგან

"ა­რაა გა­მო­რიცხ­უ­ლი ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არც ერ­თი წევ­რის და­ჭე­რა, მათ შო­რის სა­ა­კაშ­ვი­ლი­საც, თუ ამის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა... ყვე­ლამ კარ­გად იცის, ვინ იყ­ვნენ ესე­ნი, რას აკე­თებ­დნენ. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვა­ვიწყ­და. მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­ში მა­ინც უნ­და და­არ­წმუ­ნონ, რომ რაც ჩა­ი­დი­ნეს, იმას ნა­ნო­ბენ მა­ინც. სა­ა­კაშ­ვილს ვურ­ჩიე კი­დეც, გა­მო­დი, ბო­დი­ში მო­ი­ხა­დე და გა­და­დე­ქი-­მეთ­ქი. ულ­ტი­მა­ტუ­მი არ წა­მი­ყე­ნე­ბი­ა, რო­გორც ეს შემ­დგომ მო­ნათ­ლეს. მე მათ­თან ფა­რულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ზურგს უკან ვერ ვა­წარ­მო­ებ, ამის­თვის არ მოვ­სულ­ვარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში", - გა­ნაცხ­ა­და პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჯერ კი­დევ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე და შემ­დგო­მაც არა­ერ­თხელ გა­ი­მე­ო­რა. უკ­ვე არა­ერ­თი საქ­მის ძი­ე­ბაა დაწყ­ე­ბუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რო­მელ­თა მსვლელო­ბი­სას პირ­და­პირ თუ ირი­ბად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს პრე­ზი­დენ­ტის კავ­ში­რი. შორს რომ არ წა­ვი­დეთ, 2011 წლის 26 მა­ი­სის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბაც კმა­რა. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს, შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი და­კითხ­ვა, მით უფ­რო და­კა­ვე­ბა, პრო­ცე­დუ­რუ­ლად, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. რა იქ­ნე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ? - ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ეს კითხ­ვა მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. გა­მო­რიცხ­უ­ლი არ არის, ის ცდი­ლობს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ისე­თი გზე­ბის გა­მო­ნახ­ვას, რი­თაც გარ­კვე­უ­ლი გა­რან­ტი­ე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლებს. ამ­გვა­რი გა­რან­ტი­ე­ბის უქონ­ლო­ბა მის ყოვ­ლად აუხ­სნელ და გა­უ­გე­ბარ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­შიც ჩანს. ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ვა­რა­უ­დო გზე­ბი­დან ერ­თ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იმ უცხ­ო­ელ მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე გა­დის, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და მის ლი­დერს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მრავ­ლად ჰყავს. ეს ე.წ. ლო­ბი რომ საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი­ა, კარ­გად ჩანს ამა თუ იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმულ საკ­მა­ოდ კრი­ტი­კულ გან­ცხა­დე­ბებ­ში. გარ­და ამი­სა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე­ობს კუ­ლუ­ა­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლი რო­გორ­მე აა­რი­დონ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ეს და­სავ­ლე­თის­თვის პრინ­ცი­პის საქ­მეც არის, რად­გან მთე­ლი ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი დიდ­წი­ლად მა­ინც თვალს ხუ­ჭავ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე და უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დე­მოკ­რა­ტი­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბად აღი­ა­რებ­დნენ. "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­­ქ­უ­რად" შე­რაცხ­ი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­სავ­ლეთ­ში ბევრს არ აძ­ლევს ხელს.

შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად გაძ­ლი­ერ­დეს და­სავ­ლე­თის­გან ზე­წო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რა­თა გარ­კვე­ულ ფაქ­ტებ­ზე თვა­ლი და­ხუ­ჭოს. სა­ვა­რა­უ­დოდ, იმა­ში, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი მი­ი­ღოს, ჩარ­თუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძა - თე­მურ ალა­სა­ნი­ა, რო­მე­ლიც მარ­თლაც ლე­გენ­დად არის ქცე­უ­ლი ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დვი­ლის­თვის. მას ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "რუხ კარ­დი­ნა­ლად" და ამ­ბობ­დნენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი ბო­ლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გა­რე­შე, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მი­ი­ღე­ბო­და. ის ჩარ­თუ­ლი იყო ეკო­ნო­მი­კურ გა­რი­გე­ბებ­ში. პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ერ­თ-ერ­თი ვერ­სი­ით სწო­რედ ამ­გვარ ეკო­ნო­მი­კურ გა­რი­გე­ბასა და თე­მურ ალა­სა­ნი­ას სა­ხელს უკავ­ში­რდე­ბო­და, თუმ­ცა ეს არის მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი. მას ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რუ­სუ­ლი "კა­გე­ბეს" გე­ნერ­ლად, ადა­მი­ა­ნად, რო­მელ­საც მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და ოფი­ცი­ა­ლურ მოს­კოვ­თან, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და იქა­ურ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­თა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს. 2011 წელს ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა. მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლოთ, ივ­ნი­სის ბო­ლოს თე­მურ ალა­სა­ნია რამ­დე­ნი­მე დღით სტუმ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს. ალა­სა­ნი­ას ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. "თურ­მე პა­გო­ნე­ბი­ა­ნი ბი­ძა თე­მურ ალა­სა­ნია ჩა­მო­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ან იმას ნიშ­ნავს, რომ მი­შას გა­უ­ჭირ­და, ან იმას, რომ მთე­ლი ოჯა­ხი ძა­ლი­ან არ­ხე­ი­ნად გრძნობს თავს! და­კითხ­ვა­ზე არ უნ­და იყოს და­ბა­რე­ბუ­ლი, ნე­ტავ, და თბი­ლი­სის მა­გივ­რად მოს­კოვს არ უნ­და უბ­რუნ­დე­ბო­დეს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ეფექ­ტუ­რი სამ­სა­ხუ­რის და­სას­რულს?" - და­წე­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ერ­თ-ერ­თმა პირ­მა გვითხ­რა, რომ თე­მურ ალა­სა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ სამ დღეს გა­ჩერ­და და მი­სი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი არ ყო­ფი­ლა, ის დრო­დად­რო ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ლობ­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და ამა­ში სა­ო­ცა­რი არა­ფე­რი­ა­ო. თუმ­ცა, რო­გორც ერ­თ-ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ირ­ჩია, გვითხ­რა, თე­მურ ალა­სა­ნი­ას ვი­ზიტს სულ სხვა მი­ზა­ნი ჰქონ­და:­"თე­მურ ალა­სა­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ცდი­ლობს. მან გარ­კვე­უ­ლი არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­უთ­ვა­ლა პრე­მი­ერს, რომ მას­თან შეხ­ვედ­რა სურ­და. ერ­თ-ერ­თი უცხ­ო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ძა­ლი­ან ეცა­და, რომ ეს შეხ­ვედ­რა შემ­დგა­რი­ყო. რო­გორც ვი­ცი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რი გა­ნაცხ­ა­და მას­თან შეხ­ვედ­რა­ზე. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს არ იქ­ნე­ბა ბო­ლო მცდე­ლო­ბა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძა მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბა, რომ პი­რის­პირ ესა­უბ­როს პრე­მი­ერს".

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გან­ცხა­დე­ბით, მან არ იცის, რა თე­მებ­ზე სურ­და თე­მურ ალა­სა­ნი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა. ვერ­სი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს, მაგ­რამ ალ­ბათ, ორი მათ­გა­ნი მა­ინც უნ­და გა­მოვ­ყოთ: სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­მურ ალა­სა­ნია პრე­ზი­დენ­ტის­თვის უსაფ­რთხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობს. რო­გორ და რა სქე­მით შე­იძ­ლე­ბა ეს გან­ხორ­ცი­ელ­დეს, გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა. ალ­ბათ, ისიც ბუნ­დო­ვა­ნი­ა, რა­ტომ ფიქ­რობს თე­მურ ალა­სა­ნი­ა (­თუ, რა თქმა უნ­და, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ვერ­სია სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა), რომ ივა­ნიშ­ვილ­თან პი­რის­პირ სა­უბ­რით რა­ი­მეს მი­აღ­წევს ან პრე­მი­ერს გა­რი­გე­ბა­ზე და­ი­თან­ხმებს. მე­ო­რე ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, თე­მურ ალა­სა­ნია შესაძლოა ცდი­ლობ­დეს სა­კუ­თა­რი სამ­სა­ხუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბას ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის თუნ­დაც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნის სფე­რო­ში. ცნო­ბი­ლი­ა, რომ აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ კრემ­ლთან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ თე­მურ ალა­სა­ნი­ას სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობ­და. იმ­ჟა­მად ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ექ­სპრე­მი­ერ­მა ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­მა გა­ახ­მა­უ­რა.

მოკ­ლედ, ასეა თუ ისე, შეხ­ვედ­რა არ შე­დ­გა. "ივა­ნიშ­ვი­ლის უარ­მა თემურ ალა­სა­ნია ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა. თქვა, მა­ლე აქეთ შე­მეხ­ვე­წე­ბი­ან შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ უკ­ვე გვი­ან იქ­ნე­ბა­ო. თუმ­ცა შე­საძ­ლო­ა, ეს სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მი­სი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის გა­სამ­ხნე­ვებ­ლა­დაც იყო ნათ­ქვა­მი, სა­დაც პა­ნი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბი და ერ­თმა­ნე­თის მი­მარ­თაც დი­დი უნ­დობ­ლო­ბაა გა­მე­ფე­ბუ­ლი. ბი­ძა­მის­მა, სხვა­თა შო­რის, ერ­თ-ერთ პრი­ვა­ტულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ა­კაშ­ვილ­საც უთხ­რა - რაც მო­გი­ვი­და, ყვე­ლა­ფე­რი შე­ნი ბრა­ლია და კი­დევ იმის, ზო­გი­ერ­თე­ბის ჭკუ­ა­ზე რომ და­დი­ო­დი­ო. რას გუ­ლის­ხმობ­და ალა­სა­ნი­ა, უც­ნო­ბია - იმას, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა უფ­რო მე­ტი სი­ხის­ტე არ გა­მო­ი­ჩი­ნა და რეპ­რე­სი­ე­ბი არ გა­ა­ტა­რა ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ, რო­გორც მას რი­გი "კე­თი­ლის­მყო­ფე­ლე­ბი" ურ­ჩევ­დნენ, თუ იმას, რომ უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რი არ იყო", - აღ­ნიშ­ნავს წყა­რო.

მოკ­ლედ, სა­ა­კაშ­ვი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი დი­ლე­მის წი­ნა­შე დგას - მოღ­ვა­წე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლო­ა, არა მხო­ლოდ მი­სი მო­რა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­მედ სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხ­იც დად­გეს. და­იხ­სნის თუ არა ამის­გან გავ­ლე­ნი­ა­ნი ბი­ძა, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა