N26 ხაზის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

N26 ხაზის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

თბილისში N26 ხაზის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლები სამგზავრო ტარიფის დაკლებას მოითხოვენ. მათი თქმით, სამარშრუტო ხაზი მოკლე მანძილს შეადგენს და მგზავრობის საფასური 80-ის ნაცვალად, 50 თეთრი უნდა იყოს.

მძღოლების განმარტებით, ტარიფის სიძვირის გამო, მგზავრები არ ჰყავთ და დღიური გეგმის შესრულებას ვერ ახერხებენ. ისინი პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას მოითხოვენ.

თავის მხრივ, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სიტუაციაში გარკვევის შემდეგ მიიღებენ. კომპანია მძღოლებს მოუწოდებს, რომ მგზავრებს დისკომფორტი არ შეუქმნან.

"წინასწარ ვერაფერს გეტყვით, სანამ არ გავეცნობით სიტუაციას. გავეცნობით სიტუაციაში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამავდროულად, მძღოლებს მოვუწოდებთ, მგაზავრებს დისკომფორტი არ შეუქმნან. ასეთი პროტესტი მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამით მგზავრებს დისკომფორტს უქმნიან. ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება მოლაპარაკების გზით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენელმა ნინო პოტრჟებსკაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია