1 წლის ბავშვმა აუქციონზე იშვიათი ავტომობილი შეიძინა

1 წლის ბავშვმა აუქციონზე იშვიათი ავტომობილი შეიძინა

პორტლენდში 14 თვის ამერიკელმა გოგონამ მამის სმარტფონით თამაშისას ონლიან-აუქციონზე იშვიათი ავტომობილი შეიძინა. პატარა სარელი სტაუტის ხელში სმარტფონი შემთხვევით აღმოჩნდა. ბავშვმა ონლაინ-აქუციონ eBay-ს აპლიკაცია გახსნა და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით 1962 წელს გამოშვებული Austin Healy Sprite-ი შეიძინა.

ავტომობილი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ მისი ფასი მხოლოდ 225 დოლარს შეადგენდა. თუმცა შეიძლებოდა მოვლენები უფრო ცუდადაც განვითარებულიყო. რამდენიმე დღით ადრე სარელის მამა, პოლი 38 000 დოლარად შეფასებული Porsche-ს შესახებ განცხადებებს ათვალიერებდა. გოგონას რომ სმარტფონით თამაში გაეგრძელებინა, მშობლებს საკმაოდ დიდი თანხით დააზარალებდა.

პოლ სტაუსის თქმით, ის ავტომობილს შეაკეთებს და ქალიშვილს მე-16 დაბადების დღეზე უსახსოვრებს.

"ეს ავტომობილი ხომ თავად შეიძინა?!", - აცხადებს პატარა გოგონას მამა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს