iPhone-ით საუბრისას გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

iPhone-ით საუბრისას გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

23 წლის ჩინელ გოგონა მა აილუნს iPhone-ით საუბრისას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. გოგონას ნათესავები ტრაგედიაში კომპანია Apple-ს ადანაშაულებენ.

გარდაცვლილის უფროსმა დამ სოციალური ქსელ Sina Weibo-ს საკუთარ ბლოგში დაწერა: "იმედი მაქვს, რომ Apple Inc-ი ყველაფერს აგვიხსნის. ყველას ვურჩევ, როცა ტელეფონი იტენება, საუბრისგან თავი შეიკავოს".

მა აილუნი ავიაკომპანია China Southern Airlines-ის ბორტგამცილებლად მუშაობდა, მაგრამ სამსახურიდან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე წამოვიდა.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ გოგონას სიკვდილის მიზეზი დენის განმუხტვა გახდა, მაგრამ დასამტკიცებელია, რომ მისი წყარო მობილური ტელეფონია.

კომპანია Apple-მა ამ ტრაგიკული ინციდენტის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა, გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებაში თანამშრომლობას შეჰპირდა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს