კრის­ტი ყიფ­ში­ძე - "20 წე­ლია პო­დი­უმ­ზე ვარ და ამის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია ცხოვ­რე­ბა"

კრის­ტი ყიფ­ში­ძე - "20 წე­ლია პო­დი­უმ­ზე ვარ და ამის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია ცხოვ­რე­ბა"

მო­დელ­მა კრის­ტი ყიფ­ში­ძემ გა­დაწყ­ვი­ტა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი დი­ზა­ინ­ში მო­სინ­ჯოს და შექ­მნა მა­ი­სუ­რე­ბი, რო­მელ­ზეც კრის­ტის სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლია დაპ­რინ­ტუ­ლი.

- სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში არა­ერ­თხელ მო­მი­სინ­ჯავს ძა­ლა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, საქ­მე, რო­მელ­საც ხელს ვკი­დებ, სა­მო­დე­ლო სფე­როს­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად მა­ი­სუ­რე­ბის შექ­მნა გა­დავ­წყვი­ტე. ეს არ ნიშ­ნავს, რომ დი­ზა­ი­ნე­რო­ბას ვა­პი­რებ, დი­ზა­ი­ნე­რო­ბას სხვა მო­ტი­ვა­ცია სჭირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნი რა­მეს თუ აკე­თებს, ხა­რის­ხი­ა­ნი უნ­და იყოს. მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი­ა, რო­ცა მო­დის სახ­ლე­ბი ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ქმნი­ან კო­ლექ­ცი­ას, რო­გორც ეს გა­ა­კე­თა, მა­გა­ლი­თად, კე­იტ მოს­მა "ტოპ­შოპ­თან" ერ­თად. ერ­თგვა­რი ხრი­კი­ა, რო­ცა ბრენ­დუ­ლი სა­ხე­ლით აკე­თებ კო­ლექ­ცი­ას. მა­ი­სუ­რი ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სა­მო­სი­ა, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე მა­ი­სუ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბა. ეს კო­ლექ­ცი­ა საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ა­ნი ქსო­ვი­ლე­ბის­გან შე­იქ­მნა, მას­ზე დაპ­რინ­ტუ­ლია ჩე­მი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლი. ფო­ტო­ე­ბი ირა კუდ­რა­შო­ვამ გა­და­მი­ღო, ალ­ბომს ჰქვია "ცი­უ­რი სხე­უ­ლი". მა­ი­სუ­რე­ბის შექ­მნის ინ­სპი­რა­ცი­აც ფო­ტო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს გაგ­ვიჩ­ნდა. ირა ხუმ­რო­ბით სულ ვარ­სკვლავს მე­ძახ­და და ამი­ტო­მაც და­არ­ქვა ალ­ბომს "ცი­უ­რი სხე­უ­ლი". სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ო­არ­ტის რე­ჟი­სუ­რა და სცე­ნა­რი ჩე­მი იყო, ვი­დე­ორ­გო­ლი შო­თი­კო ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, ყვე­ლა ადა­მი­ანს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამის­თვის. ერთ კვი­რა­ში მა­ი­სუ­რე­ბის შე­ძე­ნა "და­ლო­უდ­ში" იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მარ­თა­ლია, სა­ავ­ტო­რო და ექ­სკლუ­ზი­უ­რი მა­ი­სუ­რე­ბი­ა, მაგ­რამ ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. რო­გორც კი გა­ვა­კე­თე, პირ­ვე­ლი მა­ი­სუ­რი მე ჩა­ვიც­ვი.

- სა­მო­სის არ­ჩე­ვი­სას რას ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- მთა­ვა­რია მო­მე­წო­ნოს, ჩემ­თვის ბრენდს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მი­ნა­ხავს სულ ბრენ­დებ­ში ჩაც­მუ­ლი ქა­ლე­ბი და ეს ცო­ტა სა­სა­ცი­ლო­ა. უნ­და იცო­დე, რო­გორ შე­უ­ხა­მო სა­მო­სი ერ­თმა­ნეთს. შე­იძ­ლე­ბა დე­და­ჩე­მის კა­ბა და ბე­ბი­ა­ჩე­მის სა­მო­სი შე­ვა­ხა­მო. ­მო­დელს არა აქვს უფ­ლე­ბა, სა­მო­სი არ მო­იხ­დი­ნოს. რაც უნ­და ჩა­მაც­ვან, პო­დი­უმ­ზე ყვე­ლა­ფერს ვიხ­დენ, ცხოვ­რე­ბა­ში კი სა­დად და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩაც­მა მიყ­ვარს. გა­აჩ­ნია, რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ვარ.

- თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ერე­ვით?

- მომ­წონს ნა­ტაშ­კას გე­მოვ­ნე­ბა. ხში­რად მე­უბ­ნე­ბა, რა ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ო. ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა არ გან­სხვავ­დე­ბა, შო­პინ­გზე ერ­თად მივ­დი­ვართ და ერ­თობ­ლი­ვად ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს. ნა­ტაშ­კა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბავ­შვი­ა, ეგ­ვიპ­ტე­ში ერ­თად ვი­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­სას­ვე­ნებ­ლად, თა­მა­მად ვუშ­ვებ­დი მარ­ტო აუზ­ზე. აქეთ მივ­ლი­და, ის იყო დე­და და მე - შვი­ლი. კარ­გად სწავ­ლობს ნა­ტაშ­კა, შე­ნიშ­ვნე­ბის მი­ცე­მა მხო­ლოდ ჭა­მა­სა და ად­რე და­ძი­ნე­ბა­ზე მი­წევს. ყვე­ლა ერ­თად ვზრდით ამ ბავშვს.

- ნა­ტაშ­კაც მო­დე­ლო­ბას აპი­რებს?

- ის გე­ნე­ტი­კუ­რად მსა­ხი­ო­ბი­ა, უამ­რავ რეკ­ლა­მა­სა და ფილ­მში არის გა­და­ღე­ბუ­ლი და უკ­ვე ამ­ბობს, რომ მსა­ხი­ო­ბი­ა. ვნა­ხოთ, რას იზამს, რომ გა­იზ­რდე­ბა. ჯერ მხო­ლოდ 12 წლის არის. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბი, საზღ­ვარ­გა­რეთ ის­წავ­ლოს.

- და­სას­ვე­ნებ­ლად სად აპი­რებთ წას­ვლას?

- ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი რამ­დენ­ჯერ­მე და კი­დევ მო­მი­წევს ჩას­ვლა. აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ ჯაზ­ფეს­ტი­ვალ­ზე. რო­ცა რამ­დე­ნი­მე დღით გა­დი­ხარ ქა­ლა­ქი­დან, ეს უფ­რო გარ­თო­ბაა ვიდ­რე დას­ვე­ნე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვა­ხერ­ხებ და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლას. ალ­ბათ, სექ­ტემ­ბერ­ში წა­ვალ სად­მე. დას­ვე­ნე­ბა ის არის, რო­ცა ტე­ლე­ფო­ნიც გა­მორ­თუ­ლი გაქვს, ირ­გვლივ ნაც­ნო­ბე­ბი არ არი­ან და წყნა­რად ის­ვე­ნებ.

- სა­ზაფ­ხუ­ლოდ თუ გა­ნა­ახ­ლეთ გარ­დე­რო­ბი?

- შე­ვი­ძი­ნე კა­ბე­ბი, შორ­ტე­ბი, მა­ი­სუ­რე­ბი. ავ­თო ცქვი­ტი­ნი­ძემ, თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვამ, და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილ­მა, ირაკ­ლი რუ­სა­ძემ და ნა­ნა მელ­ქა­ძემ შე­მი­კე­რეს ულა­მა­ზე­სი კა­ბე­ბი, ეს კა­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩემ­თვის შე­იქ­მნა. ასე­ვე, მაქვს უკ­რა­ი­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ულა­მა­ზე­სი ყვი­თე­ლი კა­ბა.

- რო­გორც ვი­ცი, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბაც და­იწყ­ე...

- სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ პი­არ­მე­ნე­ჯე­რად, ასო­ცი­ა­ცია უშ­ვებს ჟურ­ნალს, სა­დაც მე ჟურ­ნა­ლის­ტის ამ­პლუ­ა­ში ვარ. ყო­ვე­ლი ნომ­რის­თვის ვე­ძებ ახალ­ბე­და, სა­ინ­ტე­რე­სო დი­ზა­ი­ნერს ან მუ­სი­კოსს. ძა­ლი­ან დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მა­თი წარ­დგე­ნა. კე­თილ საქ­მეს ვა­კე­თებ, ვი­ცავ ავ­ტო­რების უფ­ლე­ბებს. თუმ­ცა მე ყო­ველ­თვის მო­დე­ლად დავ­რჩე­ბი. მო­დე­ლი რომ არ ვი­ყო, ამ­დენ რა­მეს ვერ შევ­ძლებ­დი. 20 წე­ლია პო­დი­უმ­ზე ვარ და ამის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია ცხოვ­რე­ბა.

- რო­გორ ას­წრებ ამ­დე­ნი რა­მის გა­კე­თე­ბას?

- ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ - გარ­თო­ბა­საც, მუ­შა­ო­ბა­საც, ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც. გარ­შე­მო ბევ­რი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ეცა­დო, კარ­გად და­ი­მუხ­ტო, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. ხში­რად ჩა­მო­დი­ან თბი­ლის­ში სტუმ­რად ჩე­მი მე­გობ­რე­ბი და დავ­ყვე­ბი ქა­ლა­ქის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. ვგიჟ­დე­ბი თბი­ლის­ზე, მგო­ნია სხვა­გან ვერც ვიცხ­ოვ­რებ. რო­ცა ვხე­დავ, რომ უცხ­ო­ე­ლებ­საც უყ­ვართ თბი­ლი­სი, ვერ გად­მოვ­ცემ, ეს რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თვის.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება