მოსწავლე ბიჭები პროტესტის ნიშნად სკოლაში კაბებით მივიდნენ

მოსწავლე ბიჭები პროტესტის ნიშნად სკოლაში კაბებით მივიდნენ

ინგლისის ერთ-ერთ სკოლაში ბიჭებს მოკლე შარვლების ჩაცმა აუკრძალეს. ბავშვები აცხადებენ, რომ ძალიან ცხელა, თუმცა ადმინისტრაციამ ხსენებული აკრძალვა მაინც შემოიღო. მოსწავლეები პროტესტის ნიშნად, სკოლაში კაბებით გამოცხადნენ.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Daily Mirror-ი წერს, აქციის დღეს მოსწავლეები საგანმანათლებლო დაწესებულება Whitchurch-ში შარვლებით მივიდნენ, რათა მასწავლებლებში ეჭვი არ გამოეწვიათ. მოგვიანებით საპირფარეშოში გამოიცვალეს, ჩაიცვეს კაბები და სკოლის დერეფნებში გამოვიდნენ. კაბებში გამოწყობილი ბიჭები ხმამაღლა მღეროდნენ: "გვინდა გვეცვას მოკლე შორტები".

"გოგონებს შეუძლიათ კაბების ჩაცმა, ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც შეიძლება მოკლე შარვლების ჩაცმა აგვიკრძალონ. ეს გააზრებული პროტესტია", - აცხადებს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

მომზადებულია The Daily Mirror-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს