"იმ "ჯიპებში", სამღვდელოებას რომ დაურიგეს, მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული"

"იმ "ჯიპებში", სამღვდელოებას რომ დაურიგეს, მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული"

მოგეხსენებათ, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხუთმა წევრმა ე. წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულა. "მე ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას, თუ არა პოლიტიკურს", - განუცხადა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა. მანვე მერაბიშვილის ოჯახთან შეხვედრის საკითხიც გააპროტესტა. "მე 6 კვირის წინ მოვინახულე მერაბიშვილი. მან წონაში საკმაოდ დაიკლო და ვფიქრობ, ის ექიმებმა უნდა შეამოწმონ. კარგი იქნება, თუ ვანო მერაბიშვილს ოჯახის მონახულების უფლებას მისცემენ, ან მათგან წერილს მიიღებს", - განაცხადა ლისეკმა. ინტერვიუ პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილთან, სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ის, რომ მერაბიშვილმა წონაში დაიკლო, კანონს ნამდვილად არ ეწინააღმდეგება. მას სასმელ-საჭმელი, სიგარეტი და მოვლა არ აკლია, ტელევიზორიც აქვს. ისე, ყველა პატიმარი იკლებს წონაში, ამას როგორც ყოფილი პატიმარი გეუბნებით. ვანო მერაბიშვილმა რომ წონაში დაიკლო, ამის გამო საქართველოს მოსახლეობა ვერ იგლოვებს, მით უფრო, რომ ეს მისთვის სასარგებლოცაა, ბოლო ხანს აშკარად ჭარბი წონა ჰქონდა. ახლა იმაზე ვილაპარაკოთ, რა თქვეს ევროპარლამენტარებმა. მათ არ უთქვამთ, რომ ვანო მერაბიშვილი ცუდ პირობებშია, ან მას ვინმე უკანონოდ ექცევა. ისე, მე რაღაც არ მახსოვს, ევროპარლამენტარები დაინტერესებულიყვნენ იმ პირთა მდგომარეობით, რომელთაც ათიათასობით აპატიმრებდა მერაბიშვილი. სხვათა შორის, თავის დროზე, მერაბიშვილმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩასვა ციხეში და არც მისი ბედით დაინტერესებულან, არც მოლაშვილის ან მირცხულავას მდგომარეობა შეუსწავლიათ.

- ცნობილია, რომ წინა ხელისუფლების დროს ფარულად ჩაწერილი ვიდეოფირების რიცხვი 17 ათასს ასცდა. როგორ ფიქრობთ, თვალთვალის ობიექტები შეიძლება ყოფილიყვნენ უცხოელი დიპლომატები და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პოლიტიკოსები?

- დიახ, იმ ჩანაწერებში არიან უცხოელი დიპლომატებიც, პოლიტიკოსებიც, მათ შორის ევროპარლამენტარებიც. შეგიძლიათ ჰკითხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვფიქრობ, დაადასტურებს. სააკაშვილის რეჟიმს დაწესებული ჰქონდა ტოტალური თვალთვალი და ეს სისტემა სწორედ ვანო მერაბიშვილის დახმარებით დანერგა. ეს იყო სისტემური დანაშაული, უსმენდნენ ერთმანეთსაც, ოჯახის წევრებსაც... უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სასულიერო პირებს. იმ ”ჯიპებში”, სამღვდელოებას რომ დაურიგეს, მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა