ირინა შეიკი უცნობ კაცთან ერთად ისვენებს

ირინა შეიკი უცნობ კაცთან ერთად ისვენებს

რუსი მოდელი 27 წლის ირინა შეიკი საყვარლის, ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ისვენებს.

დამღლელი ფოტოსესიის შემდეგ ვარსკვლავი ფლორიდაში წავიდა და საზოგადოებისთვის უცნობ, სიმპათიურ კაცთან ერთად სანაპიროზე გაერთო. პაპარაცები უშედეგოდ ეძებდნენ კრიშტიანუს - ირინას თან მხოლოდ მისი მეგობარი და აგენტი, ალი კავოუსი ახლდა. როგორც ფოტოგრაფები ამბობენ, მათ ერთად იცურავეს, ბევრი იცინეს, გაირუჯნენ და ბოლოს სასტუმროში წავიდნენ. ირინას სექსუალური საცურაო კოსტუმი ეცვა და კარგ ფორმაში იყო. მან პაპარაცების შეკითხვებს არ უპასუხა და ფოტოგრაფების დანახვაზე სანაპირო მეგობართან ერთად დატოვა.

დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირინა და კრიშტიანუ დაოჯახებას 2013 წლის აგვისტოში, კუნძულ პორტუ-სანტუზე აპირებენ. პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების მოთამაშემ და რუსმა მოდელმა რომანი 2010 წელს გააბეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება