რატომ ვერ მოიგო ზურა შევარდნაძემ საყვარელი ქალის გული

რატომ ვერ მოიგო ზურა შევარდნაძემ საყვარელი ქალის გული

ვერაფრით ვერ მოიგო ზურა შევარდნაძემ მოწონებული ქალის გული. არადა, იმდენი სითბო გასცა იმ ერთი გოგოსთვის, ათ ქალს ეყოფოდა. იგი გულისტკივილით იხსენებს ბოლო სიყვარულის ამბავს. ახლა არავინ უყვარს. ჯერ ძველი სიყვარული კარგად უნდა დამთავრდეს და ახალზე მერე ვიფიქრებო, ამბობს.

რა მსგავსებაა მასა და ნოდარ დუმბაძის ზურიკელას შორის

- მშობლებმა ერთმანეთი როგორ გაიცნეს?

- გურიაში, სოფელ ასკანაში გავიზარდე. დედაჩემის სოფელი ბახვია. როგორც ვიცი, მამას ნათესავმა გააცნო ჩემი მშობლები ერთმანეთს. დედაჩემის თანაკლასელი იყო ის ქალბატონი. დედა ბუღალტერია, მამას ზოოვეტი აქვს დამთავრებული, ვეტერინარია. ჩვეულებრივი, მოკრძალებული სოფლის ოჯახი გვქონდა. ასკანაში ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში ვიზრდებოდი. განსაკუთრებით კარგი ბებია-ბაბუები მყავდა. შრომისმოყვარეები იყვნენ.

- როგორც ჩანს, ბავშვობაში ფოტოების გადაღება გიყვარდათ.

- ვპოზირებდი ფოტოაპარატის წინ და როგორც ჩანს, გამომდიოდა. მსუქანი ბავშვი ვიყავი. როგორც მეუბნებიან, ჭამა მიყვარდა. ხალისიანი და უპრეტენზიო ვყოფილვარ. ჩემი გაზრდით ოჯახი არ გაწვალებულა.

- მომდევნო ფოტოზე ძმები დედასთან ერთად ხართ.

- დედა ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. მამა უფრო არხეინა ხასიათის ადამიანია. მაინცდამაინც დიდი მზრუნველობით და ჩვენ მიმართ ემოციური დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა. სხვა საქმეებით იყო დაკავებული. მამა ხშირად მიდიოდა საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა. შემდეგი ფოტო მამას რამდენიმე წლის წინ აქვს გადაღებული. მთელ დროს დედასა და ბებია-ბაბუებთან ვატარებდით. დედის და მამის მხრიდან ჩვეულებრივი და დიდი ბებია-ბაბუები ცოცხლები იყვნენ და მათთან ურთიერთობით განებივრებული ვიყავი. დიდი არჩევანი მქონდა, რომელ ბებიას უნდა დავეძინებინე, ან რომელს გავესეირნებინე.

- რომელიმე ბებია გყავდათ ამოჩემებული?

- ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ყველა მათგანი იყო ჩემს აღზრდაში ჩართული. არ ვგავდი დანარჩენ ბავშვებს, მცენარეები და ცხოველები მიყვარდა. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებული ინტერესები მქონდა. ამ ინტერესების ხორცშესხმაში ჩემი ოჯახი მეხმარებოდა. ბებია-ბაბუები ცხოველების მოვლაში მეხმარებოდნენ. პატარა ბოსტანი მქონდა და მის მოვლაში მეხმარებოდნენ. რა ინტერესებიც მქონდა ბავშვობაში, ისეთი ინტერესები ბავშვებს არ აქვთ. ბევრი სიარული მიყვარდა და ბევრი ამბის მოსმენა. ასაკოვან ადამიანებთან ვურთიერთობდი. ჩემს ბავშვობაში ქვეყანაში მოწყენილი სიტუაცია იყო. თბილისში ომი იყო, შუქი არ გვქონდა, ფინანსურადაც გვიჭირდა. არაჩვეულებრივად მახსენდება ის პერიოდი.

- ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია ილიკო და ილარიონი" გამახსენდა, ქვეყანა რომ ინგრეოდა და ზურიკელა გადარეული რომ იყო სიხარულით. თუ ქვეყანაში არეულობა იყო, სინათლე არ იყო და გაჭირვება იყო, თქვენ რატომ გახსენდებათ ის პერიოდი არაჩვეულებრივად?

- იცით, რა მიხაროდა? ადამიანებს ერთმანეთისთვის ბევრი დრო ჰქონდათ. მაშინ ამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებდი. ახლა ვხვდები, მაშინ ადამიანები ერთმანეთს ბევრ ემოციას უზიარებდნენ.

- როგორც ჩანს, ზღვა ძალიან გყვარებიათ. ძმასთან ერთად ბევრი ფოტო გაქვთ გადაღებული ზღვაზე.

- მთელი ბავშვობა ზღვაზე მაქვს გატარებული. ოზურგეთთან ურეკი ძალიან ახლოსაა და ჩვენთვის ზღვაზე წასვლა რთული არ იყო. ჩვენი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჯერ ბახმაროში წავსულიყავით დასასვენებლად და შემდეგ ზღვაზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია