ნინი ბადურაშვილი - "კარაოკეში უფრო კარგად მღერიან ჩვენთან!"

ნინი ბადურაშვილი - "კარაოკეში უფრო კარგად მღერიან ჩვენთან!"

მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ახალი ტალღა 2013"-ის კონკურსანტებს აფასებს.

"რეებს მღერიან :((((!!!!

დავყრუვდი! ან ქულებს როგორ უწერენ!

კარაოკეში უფრო კარგად მღერიან ჩვენთან!", - წერს ბადურაშვილი.

ნინის პოსტს მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე ეხმაურება: "უჟასიიიიი. გავგიჟდი!!!! ქულებს არიგებენ. მე მგონი, თავის ჭკუაზე არ არიან :)))))))))".

საუბარში მომღერალი ქეთა თოფურიაც ჩაერთო: "მე საერთოდ არავინ არ მომეწონა. ნინა სუბლატი უნდა წასულიყო".

რაც შეეხება ქართველ კონკურსანტ სალომე ქათამაძეს, ნინი ბადურაშვილი მისი შესრულებით მოხიბლულია. გუშინ ნინი წერდა: "სალომე, ბრავო!!! დაცვამ რატო დაგვიწერა 10 :))? ვინ იყო საერთოდ :))

მოკლედ უნდა მოვიგოთ წელს!".

საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე "ახალი ტალღა 2013" საქართველოს სალომე ქათამაძე წარადგენს. კონკურსში სულ 16 მომღერალი მონაწილეობს. კონკურსის საბოლოო შედეგი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს