სახლში შეჭრილმა მძარცველმა ბავშვი გამოკვება და დააძინა

სახლში შეჭრილმა მძარცველმა ბავშვი გამოკვება და დააძინა

ინდონეზიელმა მამაკაცმა, რომელმაც სახლის ძარცვის დროს ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა, ჩვილს საკვები აჭამა, უმღერა და დააძინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ინციდენტი ჯაკარტში მოხდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა Metro იტყობინება, კოჯეკ მისტა სხვა ქურდებთან ერთად ძარვცის მიზნით სახლში დილით შეიჭრა. მათ დიასახლისი და ბავშვის ძიძა გაკოჭეს. ხმაურზე პატარას გაეღვიძა და ტირილი დაიწყო.

მისტამ დედას ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა, რომ ბავშვი გაჩუმებულიყო. მან ქურდს ბავშვის რძით გამოკვება სთხოვა. მაშინ მძარცველმა პატარა ხელში აიყვანა, უმღერა და აჭამა.

მალევე ბავშვს მძარცველის ხელში დაეძინა. კოჯეკმა ის კვლავ საწოლში ჩააწვინა.

"მეც მყავს შვილი და ვიცი, როგორ უნდა დავაძინო ბავშვი", - განაცხადა კოჯეკმა პოლიციის განყოფილებაში ჟურნალისტთან საუბრისას.

ბავშვის გაჩუმების შემდეგ ქურდებმა სახლიდან ძვირფასი ნივთები გაიტანეს და მიიმალნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი მალევე იპოვა. მისტას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს