გლდანის პოლიციის განყოფილებაში ხელყუმბარა შეაგდეს

გლდანის პოლიციის განყოფილებაში ხელყუმბარა შეაგდეს

გლდანის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთ განყოფილებაში ხელყუმბარა შეაგდეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც განყოფილებაში ხელყუმბარა შეაგდო, ქურდობისთვის არის ნასამართლევი. იგი 1993 წელს არის დაბადებული და სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს-ს ინფორმაციით, პირველი განყოფილების შენობის დაზიანების და პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული უშანგი თ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. განცხადების თანახმად, შემთხვევა ღამის საათებში მოხდა.

"2013 წლის 2 აგვისტოს, ღამის საათებში, ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მასივში მდებარე 1-ლი განყოფილების შენობაში შევიდა. მის მიერ ხელყუმბარის ამოქმედების შედეგად, ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი და დაზიანდა პოლიციის შენობა. დაჭრილ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს. ამჟამად ის სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია. წინასწარი მონაცემებით, უშანგი თ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2- ნაწილებით).

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ