გლდანის პოლიციაში ხელყუმბარა ამნისტირებულმა პირმა შეაგდო

გლდანის პოლიციაში ხელყუმბარა ამნისტირებულმა პირმა შეაგდო

გლდანის პოლიციის შენობაში მომხდარი აფეთქება რამდენჯერმე ნასამართლევმა, ახალი მთავრობის პირობებში ამნისტიით გათავისუფლებულმა პირმა განახორციელა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის შენობაში სამართალდამცველებთან დახმარების თხოვნით დაახლოებით დილის 5 საათზე შევიდა და "ერგედეს" ტიპის ასაფეთქებელი ხელყუმბარა შეიტანა, ადგილზე დადო და შენობა მალე დატოვა, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად დაშავდა მორიგე ინსპექტორი, რომელიც სამედიცინო ჩარევის შემდეგ, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ადგილზე დილიდან მუშაობს სამაშველო სამსახური. შენობის შუშები ჩამსხვრეულია და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ნამსხვრევები გააქვთ.

როგორც ცნობილია, პირი, რომელმაც შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება შეიტანა, შემთხვევიდან მალევე დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ