მოტყუებით შეაწყვეტინეს თუ არა პროტესტი ქუთაისის ავტობუსის მძღოლებს

მოტყუებით შეაწყვეტინეს თუ არა პროტესტი ქუთაისის ავტობუსის მძღოლებს

ქუთაისში ავტობუსის მძღოლების პროტესტი მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა და ორი დღეა, ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მძღოლებმა პროტესტი ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დაპირების საფუძველზე შეწყვიტეს, რომელიც სანებართვო ფასის 3 ლარით შემცირებას გულისხმობს. თუმცა ამ დაპირების შესახებ ინფორმაციას იმ სპეციალურ კომისიაში არ ფლობენ, რომელიც მძღოლების გაფიცვის შემდეგ ქუთაისის მერიაში შეიქმნა. ამიტომ გაურკვეველია, ვინ მისცა მძღოლებს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველთვიურად შესატანი თანხის შემცირების პირობა.

"არ ვიცი ეს ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით. პროტესტის შეწყვეტა კი უკავშირდება ჩვენს მიერ მყისიერად გადადგმულ ნაბიჯებს, რომლის შემდეგაც გაფიცულებმა მოგვცეს ორკვირიანი ვადა, რათა კომისიამ შეისწავლოს მგზავრთა ნაკადისა და ავტობუსის მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობა და განსაზღვროს თითოეული ავტობუსის საექსპლოატაციო ხარჯები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მგზავრთა ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ", - ამბობს კომისიის ხელმღვანელი ვახტანგ წოწონავა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა