ნანუკა ჟორჟოლიანის და ნინი ქარსელაძის ჩხუბის სკანდალური დეტალები

ნანუკა ჟორჟოლიანის და ნინი ქარსელაძის ჩხუბის სკანდალური დეტალები

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არც ისე ცხელი დღეები გვიდგას, შოუბიზნესის ეპიცენტრმა უკვე დიდი ხანია შავიზღვისპირეთში გადაინაცვლა. ცოტა ხნის წინ ბათუმმა დავით ევგენიძეს უმასპინძლა. კონცერტს სხვა "ფეისებთან" ერთად ნინი ქარსელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანიც ესწრებოდნენ.

ხომ იცით, თბილისში და მით უფრო ბათუმში არაფერი იმალება და მალე გავრცელდა ჭორი, რომ ბათუმში სერიზული ჩხუბი მოხდა. როგორც აღმოჩნდა, კონცერტის მერე ახალგაზრდებს დაულევიათ. ნინი ნანუკასთან მისულა და უთქვამს, ხომ ხედავ, დათვრნენ შენი შვილის მეგობრები და იქნებ მოარიდო სიტუაციასო. ნანუკას უკმეხად უპასუხია. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულა და ჟურნალისტს მომღერალი თმით უთრევია.

იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტზე ბათუმის სასამართლოში საქმე აღიძრაო. ჟურნალისტიც და მომღერალიც სასამართლოში ჩვენებაზე დაუბარებიათ. ერთი სიტყვით, ეს ამბავი მართლაც გასარკვევი იყო და შესაბამისად ორივე მხარისგან ვცადეთ ინფორმაციის მოპოვება. უნდა ვაღიარო, რომ ნანუკა ბევრად ინფორმაციული აღმოჩნდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

- ნანუკა, ნინი ქარსელაძესთან კონფლიქტის შესახებ მინდა გკითხო. ამბობენ, საქმე სასამართლომდეც მივიდაო.

- სასამართლოში? არა მგონია. ვიღაცეებმა იჩხუბეს. ნამდვილად დაგვკითხეს ორივე. როგორც ვიცი, ჩვენს გარდა კიდევ ბევრი დაიკითხა, ვინც იქ ვიყავით. ევგენიძის კონცერტზე მოხდა ეს ამბავი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება