კოსმოსში ”დაკრძალვა” 2000 დოლარი ეღირება

კოსმოსში ”დაკრძალვა”   2000 დოლარი ეღირება

”ნასას”  ყოფილმა სპეციალისტმა პროექტი წარმოადგინა, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის ფერფლის კოსმოსში ”დამარხვის” საშუალებას იძლევა. გარდაცვლილის ახლობლები კი, ორბიტაზე ”დაკრძალვის ცერემონიის” თვალყურის დევნებას სმარტფონის საშუალებით შეძლებენ.

პირველი ”კოსმოსური დაკრძალვა” მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება. უჩვეულო ცერემონიის ღირებულება 2000 დოლარამდეა. სპეციალური მოწყობილობა Elysium Space უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდებისთვის.  iOS სისტემისთვის განკუთვნილი ვერსია კი ჯერ დამუშავების პროცესშია.

Elysium Space-ი ამ სახის პირველი პროექტი არ არის. მაგალითად,  Celestis-ი  იგივე მომსახურებას უკვე სთავაზობდა მომხმარებელს 5 000 დოლარად, თუმცა ახალი პროექტი გაცილებით იაფი ჯდება. აღსანიშნავია, რომ სპეციალურ საიტზე მომსახურების დაჯავშნის საშუალება უკვე არსებობს.

მომზადებულია elysiumspace.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს