"სადახლოზე" არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღეს

"სადახლოზე" არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღეს

"სადახლოს" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთიდან, რუსეთის მოქალაქე კ.ს.შემოვიდა, რომელსაც არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები აღმოაჩნდა. კერძოდ: ოქროს ბეჭედი 6 - ცალი, ოქროს საათი -1 ცალი, ოქროს სამაჯური 1- ცალი, ხელოვნური ქვა 6 - ცალი, ხელოვნური მარგალიტი 11- ცალი, ძოწის სამაჯური 1-ცალი და 30, 87 გრამი ვერცხლის სხვადასხვა ნაკეთობები. რუსეთის მოქალაქის მიერ 115,37 გრამი არადეკლარირებული ნივთების საერთო ღირებულებამ 2973 ლარი შეადგინა.

რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე დ.ა.-ს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოჩნდა, კერძოდ: ოქროს სამაჯური - 2 ცალი, ოქროს სამეული (1 წყვილი საყურე, 1 ცალი ბეჭედი), ოქროს ბეჭედი - 1 ცალი, ოქროს საყურე - 1 წყვილი, ოქროს ჯვარი - 4 ცალი, ოქროს კულონი - 5 ცალი, საერთო წონით 69,7 გრ; ნივთების საერთო ღირებულებამ კი 3173,36 ლარი შეადგინა.

იმავე დღეს, "სადახლო რკინიგზის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, სომხეთის მხრიდან შემოსულ ერევანი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ყაზახეთის მოქალაქე კ.ნ.-ს აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 9 ცალი ბეჭედი, 4 წყვილი საყურე, 3 ცალი ყელსაბამი, 1 ცალი სამაჯური, 1 -ცალი კულონი. ექსპერტიზის დასკვნით, 61,78 გრ. ნაკეთობების საერთო ღირებულება 2444.40 ლარად იქნა შეფასებული.

აღნიშნული სამართალდარღვევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქე კ.ს.-სა და მოქალაქე კ.ნ.-ს ჯარიმის სახით 1000 - 1000 ლარი შეეფარდათ, ხოლო ყაზახეთის მოქალაქეს ამავე კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3173,36 ლარის ოდენობით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ