მოკლული ადუაშვილის ოჯახის წევრებმა სოსო პავლიაშვილი დაადანაშაულეს

მოკლული ადუაშვილის ოჯახის წევრებმა სოსო პავლიაშვილი დაადანაშაულეს

მოკლული ბიზნესმენის ავთანდილ ადუაშილის დედის დაკითხვა დასრულდა. ამ დროისთვის პროცესზე ადუაშვილის ძმის დაკითხვა მიმდინარეობს.

ადუაშვილის დედამ, ლარისა ეფრემიძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია მისი შვილის მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა დაუკვეთა და ფულიც მან გადაიხადა.

"სოსო პავლიაშვილმა გააუბედურა ვახო ჩხაპელია და ეს გააკეთებინა. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სოსომ მოაკვლევინა. სოსომ ორი საქმე გააკეთა - ჩხაპელიაც მოიშორა და ავთოც", - განაცხადა ეფრემიძემ.

მისივე თქმით, სოსო პავლიაშვილზე მას შემდეგ დაეჭვდა რაც მან საკუთარი და და მშობლები საქართველოდან წაიყვანა. მოკლულის დედა აღნიშნავს, რომ ვალის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობდა და ეს საკითხი, 24 ნოემბერს, ერევანში უნდა განხილულიყო სოსო პავლიაშვილსა და ავთანდილ ადუაშვილს შორის.

სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, მოკლულის ძმამ აღნიშნა, რომ ერევანში დაგეგმილ შეხვედრაზე ავთანდილ ადუაშვილს საერთო ბიზნესიდან წილი უნდა გამოეტანა.

მევლუდ ადუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა შეუკვეთა და ამაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც პავლიაშვილმა ოჯახის წევრები წაიყვანა. გარდა ამისა საეჭვოდ მიაჩნია ისიც, რომ პავლიაშვილმა მკვლელობის შემდეგ არ დარეკა და არც კავშირზე გამოვიდა.

"მაკა პავლიაშვილი უცებ რომ გააქრეს, ის მაეჭვებს. მაკამ ყველაფერი იცის. პირი რომ დააღოს ყველაფერს იტყვის და იმიტომ წაიყვანა. მივაღწევ იმას, რომ დასთან ერთად სოსოს ჩამოვიყვან დაკითხვაზე", - განაცხადა მოკლულის ძმამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ