ბენ აფლეკისთვის ბეტმენის როლის ჩამორთმევას ითხოვენ

ბენ აფლეკისთვის ბეტმენის როლის ჩამორთმევას ითხოვენ

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ბენ აფლეკის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. მსახიობი ბეტმენის როლს შეასრულებს ახალ ფილმში, რომელიც კინოეკრანებზე 2015 წელს გამოვა. სწორედ ამ ფაქტითაა უკმაყოფილო მაყურებელი და აფლეკისთვის როლის ჩამორთმევას კატეგორიულად ითხოვს. მათ სპეციალური პეტიციაც კი მოამზადეს. პეტიციას უკვე 15 500 ხელმომწერი ჰყავს.

ფილმის სახელწოდება იქნება "ბეტმენი-სუპერმენი". Warner Bros-ის წარმომადგენლის გრეგ სილვერმანის თქმით, სტუდიას ბეტმენის როლზე გამოჩენილი მსახიობი სჭირდება და აფლეკი ამ როლისთვის იდეალურია. ფილმში აფლეკთან ერთად ჰენრი კავილს, ემი ადამსს, ლორენს ფიშბერნს და დაიან ლეინს გადაიღებენ. სურათს ზაკ სნაიდერი გადაიღებს.

მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება