ბრიტანეთის პარლამენტმა სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარი თქვა

ბრიტანეთის პარლამენტმა სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარი თქვა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უარი თქვა სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას 272-მა ბრიტანელმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, თუმცა 285 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა.

"ჩვენი მთავარი მოკავშირე ვაშინგტონი იმედგაცურებული იქნება, რომ ბრიტანეთი არ ჩაერთვება სამხედრო ინტერვენციაში. თუმცა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ბრიტანეთის უარი სამხედრო შეტევაში მონაწილეობაზე, შეაჩერებს სირიის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა.

ამასთან, აშშ აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის გარეშეც მზად არის სირიაში საბრძოლველად, თუმცა მიუხედავად ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებისა, აშშ აგრძელებს კონსულტაციებს ლონდონთან.

"სირიაში სამხედრო ინტერვენციის გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტი ბარაქ ობამა აშშ-ის ინტერესებით იხელმძღვანელებს. ქვეყნებმა, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენების საერთაშორისო ნორმებს არღვევენ, პასუხი უნდა აგონ", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლის ელიოტ ენგელის განცხადებით, ობამა აგრძელებს კონსულტაციებს სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების თაობაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარს აცხადებს ნატო-ს წევრი 12 ქვეყანაც, თუ ამის თაობაზე გადაწყვეტილებას გაერო-ს უშიშროების საბჭო არ მიიღებს.

21 აგვისტოს სირიაში განხორციელებული შეტევის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამის დასამტკიცებლად დამასკოში გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა, რომელიც იმ ადგილებში ატარებს გამოძიებას, სადაც ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა.

გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე საბოლოო დასკვნას შაბათს გამოაქვეყნებს.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა