ან­რი ჯო­ხა­ძე - "და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის იუ­მო­რი ვერ გა­ვი­გე"

ან­რი ჯო­ხა­ძე - "და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის იუ­მო­რი ვერ გა­ვი­გე"

სკან­და­ლუ­რი მომ­ღე­რა­ლი ან­რი ჯო­ხა­ძე აგ­ვის­ტოს ცხელ დღე­ებს ბა­თუმ­ში ატა­რებს. ამ­ბობს, რომ დას­ვე­ნე­ბა არ უყ­ვარს და ზღვის­პი­რა ქა­ლაქს საქ­მე­ე­ბის გა­მო ეს­­ტუ­მ­რა.

- ან­რი, ბევ­რმა მომ­ღე­რალ­მა წელს უა­რი თქვა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე იმის გა­მო, რომ ერ­თ-ერ­თი კონ­კურ­სან­ტი გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი­ა, შენ და­თან­ხმდე­ბო­დი სუ­რა­მე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ცეკ­ვას?

- (ი­ცი­ნის). ვი­ცეკ­ვებ­დი, რა შე­მიშ­ლი­და ხელს?

- ვარ­სკვლა­ვად მი­გაჩ­ნია გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი ან მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ნაზღ­ა­ი­ძის მეწყ­ვი­ლე­ა?

- გია რად­გან მი­იწ­ვი­ეს პრო­ექ­ტში, ე.ი. ვარ­სკვლა­ვი­ა. მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილს რაც შე­ე­ხე­ბა, ის ჩე­მი მე­გო­ბა­რია და ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ვარ­სკვლა­ვია ჩემ­თვის. ვი­ცი, რომ წელს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ერთ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ კონ­კურ­სან­ტსაც შე­უძ­ლია და ალ­ბათ მა­რი­ა­მი იქ­ნე­ბა ასე­თი, გი­ორ­გი ნაზღ­ა­ი­ძეს რაც შე­ე­ხე­ბა, არც მსმე­ნი­ა, რომ ის იცეკ­ვებს პრო­ექ­ტში.

- შენ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- მინ­და ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რო, მაქვს რა­ღაც იდე­ე­ბი, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რას გა­ვა­კე­თებ, ვერ გეტყ­ვით.

- ისევ სკან­და­ლუ­რი იქ­ნე­ბი?

- არა­ნა­ი­რი სკან­და­ლი არ იქ­ნე­ბა, აღარ გე­ყოთ ეს სკან­და­ლე­ბი? ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა ისე­თი, სკან­და­ლუ­რად რომ გა­მოვ­ხა­ტო. ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ა, ხალხს უკი­დუ­რე­სად უჭირს და ისე­თი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რიც რომ მი­ვა­წო­დო, შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­სი­უ­ლად შეხ­ვდეს.

- ხალ­ხი აქამ­დეც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი იყო...

- ად­რე ასე არ უჭირ­და. ახ­ლა არც არაფ­რის გა­შარ­ჟე­ბის სურ­ვი­ლი მაქვს, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რაფ­რის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ. ახა­ლი მთავ­რო­ბა მო­ვი­და, მაგ­რამ პი­რა­დად ჩემ­თვის ისევ ისე გრძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა, რო­გორც აქამ­დე. არც ერთ მთავ­რო­ბას­თან არ მაქვს არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, კო­ჭი გა­ვუ­გო­რო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნ­და მიხ­ვდეს, რომ არც ერთ მთავ­რო­ბას არ უნ­და შეს­ცი­ცი­ნებ­დეს თვა­ლებ­ში. ჩვე­ნი ხალ­ხი უცებ აღ­მერ­თებს პო­ლი­ტი­კო­სებს და დაფ­ნის გვირ­გვი­ნებს ად­გამს თავ­ზე, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კი იმა­ვე მთავ­რო­ბას ერ­თი შეც­დო­მის­თვის სა­შინ­ლად ექ­ცე­ვა.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა და­ვით ტუ­რაშ­ვი­ლი პერ­სო­ნა ნონ­-გრა­ტად გა­მო­აცხ­ა­და. ტუ­რაშ­ვილ­მა კი გა­ნაცხ­ა­და, თუ მე არ შე­მიშ­ვე­ბენ ბა­ქო­ში, მა­შინ იქ ისევ ან­რი ჯო­ხა­ძე ჩა­ვა და ვნა­ხავთ, რა მოხ­დე­ბა­ო, ხომ არ გა­უ­ნაწყ­ენ­დი და­თოს ამის გა­მო?

- გა­მე­ცი­ნა ამ ინ­ტერ­ვი­უ­ზე.­ და­თოს ად­გილ­ზე ჩემ­თვის ტრა­გე­დია ის კი არ იქ­ნე­ბო­და, აზერ­ბა­ი­ჯან­მა პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად რომ გა­მო­აცხ­ა­და, არა­მედ ის, სხვი­სი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა რომ დას­ჭირ­და ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე მო­სახ­ვედ­რად. მე გავ­ყი­დე ჟურ­ნა­ლის მთე­ლი ტი­რა­ჟი, ჩე­მი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბის გა­მო კითხ­უ­ლობ­დნენ მთელ ინ­ტერ­ვი­უს და ამის გა­მო და­თოს მად­ლო­ბაც არ უთ­ქვამს. იუ­მო­რის გრძნო­ბას­ არ ვუ­ჩი­ვი, მაგ­რამ ტუ­რაშ­ვი­ლის იუ­მო­რი ვერ გა­ვი­გე. არ მიყ­ვარს ლაპარაკი და­კომ­პლექ­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც არაფ­რის გა­მო სხვას ეს­ხმი­ან თავს.

- და­თო ტუ­რაშ­ვი­ლია და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი?

- არც კი ვიც­ნობ და­თო ტუ­რაშ­ვილს და რა ვი­ცი, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი­ა? ზო­გა­დად ვამ­ბობ ამას, თუ ვინ­მეს ჩე­მი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა პო­პუ­ლა­რო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ში, მახ­სე­ნონ - რა პრობ­ლე­მა­ა, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში, თო­რემ თუ გა­და­ა­ჭარ­ბეს, უფ­რო პო­პუ­ლა­რულს გავ­ხდი!

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება