მოსწავლეებს სწავლის დაწყება არ სურდათ და სკოლა გადაწვეს

მოსწავლეებს სწავლის დაწყება არ სურდათ და სკოლა გადაწვეს

ბრიტანეთის საგრაფო ლანკაშირში მცხოვრებმა 5-მა მოსწავლემ სკოლა გადაწვა.

მოსწავლე ბიჭებმა, რომელთა ასაკიც 11-დან 15 წლამდე მერყეობს, კათოლიკურ კოლეჯს Leyland St Mary's Catholic Technology College-ს ცეცხლი წაუკიდეს. ხუთივე ბიჭი დაკავებულია. სკოლაში მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებიდან ხვალ უნდა დაბრუნებულიყვნენ.

სკოლა 1957 წელსაა აშენებული და შესაბამისად, ოთახებში ჭერზე ცეცხლსაქრობი სისტემა არ არის დამონტაჟებული. ამიტომ ცეცხლი შენობაში ადვილად გავრცელდა.

ადგილზე 20 სახანძრო მანქანა და 125 მეხანძრე მუშაობდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს