დავით ნარმანია მეორე ვაჟის მამა გახდა

დავით ნარმანია მეორე ვაჟის მამა გახდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას 4 სექტემბერს მეორე ვაჟი შეეძინა. პატარა გამთენიისას დაიბადა. 3 კილო და 900 გრამია, სიგრძით კი 51 სანტიმეტრი; ჩვილს მშობლებმა ილია დაარქვეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

დავით ნარმანიასა და მის მეუღლეს უფროსი ვაჟი - 3 წლის კოკო ჰყავთ. ოჯახი მრავალშვილიანობას არა, მაგრამ გამრავლებას კიდევ აპირებს.

რადგან ბავშვი გამთენიისას გაჩნდა, მამა მთელი ღამის განმავლობაში სამშობიაროში იმყოფებოდა, დილით კი ტრადიციულად სამსახურში გამოცხადდა. თანამშრომლებისგან მიიღო უამრავი მილოცვა და ჩვეულ რეჟიმში შეუდგა საქმიანობას, მით უფრო, 4 სექტემბრისთვის წინა დღით დაანონსებული ამინიდის პროგნოსის მიხედვით, საქართველოში ციკლონის შემოჭრას ელოდებიან. მინისტრი დილიდან თათბირს ატარებს.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია