ბრიტანეთში გოგონები ძელზე ცეკვის გაკვეთილებზე დაჰყავთ

ბრიტანეთში გოგონები ძელზე ცეკვის გაკვეთილებზე დაჰყავთ

7 წლის ალექსის ბიგსი დედას ძელზე ცეკვის გაკვეთილებზე დაჰყავს. დასავლურმა გამოცემებმა სკოლის მოსწავლის ასაკის შეუფერებელი რეპეტიციების ამსახველი კადრები გამოაქვეყნეს.

თუმცა, ძელზე ცეკვის გაკვეთილებს, ე.წ. Pole dance-ს, რომელსაც ტრადიციულად სტრიპტიზ კლუბებში იხილავთ, ბრიტანელი სკოლის მოსწავლე გოგონების დიდი ნაწილი ეუფლება. ძელზე ცეკვა იმდენად პოპულარულია, რომ ბრიტანეთში ვერ ნახავთ ქალაქს, სადაც მსგავსი ტიპის ცეკვებისთვის სტუდია არ იყოს გახსნილი.

"როდესაც ვიგებ, რომ დედებს საკუთარი ქალიშვილები მსგავსი ცეკვის წრეებზე დაჰყავთ, ვბრაზდები და გაოცებული ვარ. არ მესმის, რატომ უნდა წააქეზო შენი გოგონა და გადაიხადო ფული იმაში, რომ ასწავლონ ძელზე ტრიალი და სექსუალური ილეთები. ჩემი აზრით, ეს ამორალურია", - ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი ემა კენი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს