პრეზიდენტის ადმინისტრაცია- მთავრობის წევრები ვერტმფრენებს ქორწილში გასამგზავრებლად იყენებენ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია- მთავრობის წევრები ვერტმფრენებს ქორწილში გასამგზავრებლად იყენებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძვირად ღირებულ ფრანგულ ვერტმფრენებს მთავრობის წარმომადგენლები პირადი მომსახურებისათვის იყენებენ.

ამის შესახებ სპეციალური განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.

გარდა ამისა, პრესსპიერის დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს გადასცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო, რომლის მიხედვითაც, ვერტმფრენში იმყოფება კახი კალაძე, ხოლო ფოტოს ქვემოთ გამოქვეყნებული კომენტარების მიხედვით, კალაძე ქორწილში მიემგზავრება.

გთავაზობთ კომენტარებს: აი აქ არ შემეშინდებოდა; არ მითხრა ფრენის შიში მაქვსო; ეს თვითმფრინავია? მარშუტკაა; მართლა იყავით? წახვედი მაინც? კი სოფ, ულამაზესი ქორწილი იყო; კი.

როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მთავრობის წარმომადგენლები ვერტმფრენებს ქორწილში გასამგზავრებლად იყენებენ.

"რა თქმა უნდა, მთვრობის წევრები უნდა დაფრინავდნენ და მოძრაობდნენ რაც შეიძლება ბევრს, რათა მოიზიდონ ინვესტიციები და განახორციელონ პროგრამები, მაგრამ მიუღებელია, როდესაც ისინი თვალთმაქცობენ და ამბობენ, თითქოს გმობენ ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენებას. ისინი ამ ტექნიკას ართმევენ სახელმწიფოს და საკუთარი მიზნებისთვის იყებენ", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები განკუთვნილი იყო ექსტრემალური სიტუაციებისთვის, სამაშველო სამუშაოებისა და სხვა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.

აღნიშნულ საკითზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირაკლი გაფრინდაშვილმა. გაფრინდაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც ირაკლი გაფრინდაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ ფოტოებზე არა ფრანგული ვერტმფრენი, არამედ თვითმფრინავია აღბეჭდილი. მისივე ინფორმაციით, კახი კალაძე მისი და თანმხლები პირების მგზავრობისა და სასტუმროს საფასურს სამსახურეობრივი მივლინების დროსაც კი საკუთარი ჯიბიდან ანაზღაურებს.

"ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე არა ფრანგული ვერტმფრენი, არამედ თვითმფრინავია ასახული. კახი კალაძე ბოლო პერიოდში ვერტმფრენში საერთოდ არ მჯდარა. თვითმფრინავში თუ ზის და თუ სადმე დაფრინავს, სამსახურებრივ მივლინებასაც და სამოქალაქო გადაადგილებასაც იგი თავისი ჯიბიდან აფინანსებს", - აღნიშნა ირაკლი გაფრინდაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა