ნანიკო ხაზარაძე: "არავისზე ნაწყენი არ ვყოფილვარ, არავის გავუგდივარ, არც ნაჩხუბარი ვარ ვინმესთან"

ნანიკო ხაზარაძე: "არავისზე ნაწყენი არ ვყოფილვარ, არავის გავუგდივარ, არც ნაჩხუბარი ვარ ვინმესთან"

ნანიკო ხაზარაძე კვლავ "იმედის" სახეა. ამბობს, რომ მამუკა ღლონტი თავისი გადაწყვეტილებით არ გაუნაწყენებია. ნანიკო ფიქრობს, რომ ახლანდელი "მაესტროს" ბირთვი არ ყოფილა. დასვენების შემდეგ "იმედის" "დღის შოუს" ახალ ვარიანტზე მუშაობას ახალი ძალებით შეუდგა. სანამ ნანიკოსთან ინტერვიუს დავიწყებდით, მანამდე მასთან ერთი ახალგაზრდა ქალბატონი მივიდა და უთხრა, რომ ყველაზე მეტად მისი და ნიკა ლომიძის "ტოროლას" დუეტი მოსწონდა...

- გადავედი "იმედზე". მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ამ ტელევიზიიდან, ძალიან მომეწონა და დავთანხმდი. "მაესტროსთან" ცუდად არ მოვქცეულვარ. ველაპარაკე ღლონტს და ისე გადავედი.

- მამუკას არ ეწყინა ან პრეტენზია არ ჰქონია?

- მითხრა, რომ შენი გადასაწყვეტია და ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლიო და ჩავთვალე საჭიროდ "იმედზე" გადასვლა. "მაესტროზე" დიდი რაოდენობით მაყურებელი გვყავდა, მაგრამ "იმედზე" ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე და შინაურული გარემო მქონდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ "მაესტროზე" არ მქონდა იგივე გარემო. უბრალოდ, ასე გადავწყვიტე.

- "მაესტროზე" გავლილი ერთი სეზონი შეაფასე. შენი და ნიკას გადაცემამ მოიპოვა ის პოპულარობა, რომელსაც ელოდით?

- ნამდვილად მოიპოვა, ამას ცხადყოფს კარგი რეიტინგი, რომელიც გვქონდა.

- შენი და ნიკას დუეტი პოპულარობას არ კარგავს, ოღონდ "ტოროლას" დროინდელი.

- ამდენი წელი გავიდა და ჩვენი დუეტი ისევ აქტუალურია. ხალხი ქუჩაში მხვდება და იხსენებს ჩვენს დუეტს. მართლა კარგი ტანდემი იყო, თუმცა თავად ვერც ერთ სამსახურს ვერ გამოვყოფ. მგონია, რომ ყველა სამსახური ჩემთვის წარმატებული გახლდათ.

- "იმედზე" რა ხდება?

- ახალი სეზონისთვის ვემზადებით და დიდი სამუშაო მიდის. დღეს ჩემს შვილს დავუთმე დრო სტომატოლოგთან ვიზიტის გამო და სამწუხაროდ, ახლა არ ვარ სამსახურში. მაგრამ ხვალიდან ისევ კალაპოტში ჩავჯდები, ახლაც იქ უნდა ვიყო ყველა ვარიანტში, უბრალოდ, ლილუ მყავდა ექიმთან წასაყვანი. ვიწყებთ ახალ სეზონს და გვინდა, კარგად დავიწყოთ. ეს იქნება ისევ "დღის შოუ", თუმცა ვისთან ერთად, ამას ეთერში ნახავთ. ერთს გეტყვით, რომ იმ ძველი სამეულიდან ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვარ. ვინ იქნება ჩემთან ერთად, ამას პრომოებში იხილავთ ნელ-ნელა. ახალი ველოსიპედის გამოგონებას არავინ აპირებს. ეს არის სტანდარტული შუადღე. იცით, რა სჭირდება ადამიანს შუადღეს - ინფორმაცია, რაღაცაზე მსჯელობა, აქტუალური თემები. რა თქმა უნდა, იქნება ცვლილებებიც ძველ შუადღის გადაცემასთან შედარებით.

- გამახსენდა "იმედზე" "დღის შოუს" დახურვა. განაწყენებული არ ყოფილხარ?

- არჩევნების შემდეგ ყველა გადაცემა დაიხურა. ამ დროს ღლონტი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და "მაესტროზე" წავედი, მაგრამ არავისზე ნაწყენი არ ვყოფილვარ, არავის გავუგდივარ, არც ნაჩხუბარი ვარ ვინმესთან.

- "დღის შოუს" სამეულში ია ფარულავა იყო, ახლა თუ იქნება ვინმე სკანდალისტი?

- (იღიმის) არ ვიცი, ამაზე რა გიპასუხო. ჯერ ვერაფერს გეტყვით. სექტემბრის შუა რიცხვებიდან, მეორე ნახევრიდან ეთერში ვიქნებით, როცა ახალი სეზონი დაიწყება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები