20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიული და, როგორც ყოველთვის, იდეებით აღსავსე ხართ. თუმცა, ზედმეტად მომთხოვნი სხვების მიმართ. დღეს შეიძლება ყველას არ ეცალოს თქვენთვის და ამის გამო ნუ იქნებით აგრესიული.

კურო

მთავარია, ფიქრში დრო არ დაკარგოთ და დროულად იმოქმედოთ, თორემ შეიძლება მნიშვნელოვანი შანსი გაუშვათ ხელიდან. შეიძლება ზოგიერთ სფეროში რევოლუციაც კი მოახდინოთ.

ტყუპი

რაც უფრო მეტად იქნებით აფორიაქებული, მით ნაკლებ საქმეს მოაგვარებთ. პაემანი შეიძლება მეგობრებთან შეხვედრის გამო გადაგედოთ.

კირჩხიბი

სწრაფად უნდა იმოქმედოთ და გარშემო მყოფებიც აიყოლიოთ. დღეს ყველასთვის ავტორიტეტი იქნებით. განსაკუთრებით გაუმართლებთ რეკლამის სფეროში მომუშავე კირჩხიბებს. თუმცა, სამსახურის გამო შეიძლება საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ დაგრჩეთ.

ლომი

დღეს ახალ საქმეებსაც ადვილად მოამთავრებთ და ძველებსაც წარმატებით დაასრულებთ. თქვენი გამარჯვება დიდ აურზაურს გამოიწვევს და შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ.

ქალწული

ფრთხილი ქალწულებიც კი შეიძლება ჩაითრიოს ავანტიურამ. გირჩევთ გაფრთხილდეთ, რათა დიდი მოგების მოლოდინში ყველაფერი - ურთიერთობა გავლენიან პიროვნებასთან, საყვარელი ადამიანი, მუდმივი შემოსავალი და ა.შ. - არ დაკარგოთ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს