ლადო კახაძეს მოდური წიგნები არ აინტერესებს

ლადო კახაძეს მოდური წიგნები არ აინტერესებს

"ჩვენს ოჯახში სიტყვა და ლიტერატურა დიდად პატივმიგებულია... პოეზია?! ჩვენს სახლში ლექსით ლაპარაკობდნენ" ... - მითხრა ექიმ-გინეკოლოგმა ლადო კახაძემ, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალიზმთან ერთად, თბილისში ერთ-ერთ ერუდირებულ, ნაკითხ ადამიანად მიიჩნევა და ასევე ცნობილია მისი არაჩვეულებრივი თამადობა სუფრასთან. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია ლექსებს წერს და მესამე კრებულის გამოსაცემად ემზადება, პოეზიის წინაშე მაინც ქედმოხრილი საუბრობს და განმარტავს: "პოეტობაზე არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვი! მხოლოდ იმას ვბედავ, რომ სიტყვებს ვალაგებ ჩემი სატკივრის შესაბამისად".

მისთვის მარტივი არ იყო, ფურცლის წინაშე მარტო დარჩენა და არც ის, რომ იქ დაწერილი სტრიქონები ვინმესთვის ეჩვენებინა. ჯერ მხოლოდ დედასა და ბებიას აკითხებდა, შემდეგ სხვებსაც გაენდო. პირველ კრებული, "ფიქრები გაბზარული სარკის წინ" , ავტორის დაუკითხავად მისმა უმცროსმა ძმამ რეზო კახაძემ, გია ჭკუასელმა და გია კორკოტაშვილმა გამოსცეს.

მეორე წიგნს "გმადლობ, ბოდიში" ერქვა, ხოლო მესამე, გამოსაცემად გამზადებული კრებულის სათაური უკვე შერჩეული აქვს: "სალამი იარაღო, ანუ ერთხელაც წამიკითხე" ... რასაკვირველია, არ მინანია, რომ ლადო კახაძეს ლიტერატურასა და წიგნებზე სასაუბროდ ვესტუმრე. ქიმიკოსი დედისა და გერმანული ენის სპეციალისტი მამის ოჯახში გაიზარდა. ბაბუა ლიტერატურის კრიტიკოსი ჰყავდა და ხშირად ამბობდა ფრაზას - "ორი რამ ითხოვს მუდმივ განახლებას, კუჭი და ტვინი... კუჭს ზოგჯერ სალაფავითაც მოატყუებ, მაგრამ ტვინს სალაფავს ნუ აკადრებ" . წლებია, მის რჩევას ითვალისწინებს, წიგნებს მოდის, ბუმის გამო არ კითხულობს და სწორედ ამიტომ, თანამედროვე ავტორებს შორის მხოლოდ რამდენიმე ჰყავს გამორჩეული.

მიაჩნია, რომ იმ დიდი სახელებისა და ნაწარმოებების გვერდით ბევრი "ახლის" დაყენება ცოტა უხერხულია. ქართულ პოეზიაში მისთვის ძვირფასი ავტორები არიან: გიორგი არაბული, ტარიელ ხარხელაური, თემურ ჩალაბაშვილი, ხოლო პროზაში - გურამ დოჩანაშვილი...

ლადო კახაძეს დღემდე ახსოვს დედისა და ბებიის ნამღერი "იავნანა" , შემდეგ ზღაპრები, რომლებსაც გამუდმებით უკითხავდნენ. ზუსტად ვერ იხსენებს, მაგრამ ფიქრობს, რომ დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნი "ტომ სოიერის თავგადასავალი" იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს