Daily Mail ჭიათურელ მაღაროელებზე წერს

Daily Mail ჭიათურელ მაღაროელებზე წერს

ბრიტანული გამოცემა Daily Mail ჭიათურელ მაღაროელებს სტატიას უძღვნის. მაღაროელების რთულ და ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო საქმიანობას გამოცემის მთავარი გვერდი ეთმობა.

”18 საათიანი სამუშაოს შემდეგ, მაღაროელები ამ პაწაწინა "ლითონის კუბოებით" მგზავრობენ და საქართველოს ქალაქ ჭიათურას თავზე სახიფათო მარშუტს გადიან. 1950 წელს აშენებული სისტემა დღესაც კი ემსახურება მუშებს. ის მსოფლიოში ყველაზე უნიკალური საინჟინრო ტექნიკაა. 63 წლის შემდეგაც ეს საბაგიროები ოპერატიულად მუშაობს და 24 საათი ღიაა”, - წერია სტატიაში, სათაურით - "ჭიათურელი მაღაროელები სიცოცხლეს საბჭოთა საბაგიროებში რისკავენ".

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ვაგონი უკვე დაჟანგულია - თუმცა, 17 მათგანი, მათ შორის პირველი საბჭოთა ტრამვაი კვლავ სერვისში რჩება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია