თამარ ივერი - "უკვე ზედმეტი მოგვდის რუსებთან "ბაბაიას" ძახილი"

თამარ ივერი - "უკვე ზედმეტი მოგვდის რუსებთან "ბაბაიას" ძახილი"

საოპერო მომღერალი თამარ ივერი ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კანონი "არგაშვების შესახებ" "რკინის ფარდის" დროს აგონებს, როცა უბრალოდ "ხოში ჰქონდათ" და მოქალაქეებს ტოვებდნენ.

"საკონსულოები იმისთვის არსებობენ, რომ გამოიკვლიონ - ვინ ვინ არის და უცხოეთში წასვლას რატომ აპირებს. არ დავმალავ და ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში და ა.შ ქართველთა ყაჩაღური ბანდები უკვე ამ ქვეყნების პოლიციებისთვის მთავარ თავის ტკივილად იქცა. არ მინდა, ასეთი "გმირობებით" ვითქვამდეთ სახელს საზღვარგარეთ. ევროპაში საქართველოდან მიდიან ან მომავალი ვარსკვლავები, ან მომავალი კრიმინალები. თავის დროზე ხომ ჩვენც ასევე გავედით ქვეყნიდან? მაგრამ ასე განურჩევლად ყველა "გამსვლელის" ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება. ეს კანონი არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება სახელმწიფო ინტერესებში, რატომ შეიძლება არ გაგიშვას სახელმწიფომ. ადამიანი რა, და ვინჩის "მონა ლიზა" ხომ არ არის, განუცხადო, სახელწიფომ გადაწყვიტა საზღვრებს გარეთ არ გაგიშვათო?! ასე განუკითხავად ყველა მოქალაქის ერთ ჩარჩოში მოქცევით უფრო სავალალო და არადემოკრატიულ შედეგებს მივიღებთ. ეს კანონი "არგაშვების შესახებ" "რკინის ფარდის" დროს მაგონებს, როცა უბრალოდ "ხოში ჰქონდათ" და გტოვებდნენ. ასეთი მიდგომა უკან დაგვხევს და წარსულში დაგვაბრუნებს", - აცხადებს მომღერალი.

ამ ახალ კანონს, რუსეთთან ტონის შერბილების ფონზე, სოციალურ ქსელებში მრავალმა ადამიანმა "დიდ საბჭოეთში დაბრუნება" უწოდა. კრიტიკული განწყობის მიუხედავად, თამარ ივერი ოპტიმიზმს ინარჩუნებს, თუმცა ხელისუფლებას რუსეთთან ტონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

"მე მაინც ოპტიმისტი ვარ. ასე შავთეთრად ვერ ვიფიქრებ. არავითარი კომუნიზმში დაბრუნება! პროცესები წინ მიდის, მსოფლიო უკვე სხვა დონეზეა, დღეს ჩვენ მსოფლიოსთვის დამოუკიდებელი საქართველო ვართ და უნდა ვეცადოთ, არ გავხდეთ "სოვეცკაია კომუნისტიჩესკაია რესპუბლიკა გრუზიი". ხალხი უკუსვლას არ დაუშვებს. შერბილებული ტონი კი ამ ბოლო ტერიტორიული ინციდენტების შემთხვევაში ნამდვილად უნდა გამაგრდეს, თორემ ძალიან ზედმეტად გვიწევს უკვე რუსებთან "ბაბაიას" ძახილი", - ამბობს მომღერალი.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება