ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილე ლონდონში საზეიმოდ აღნიშნეს

ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილე ლონდონში საზეიმოდ აღნიშნეს

ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილე ლონდონში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

კინორეჟისორს 80 წლის იუბილე ლონდონში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თამუნა კაპანაძემ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ და დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ირინე სარაჯიშვილმა მიულოცეს.

ლონდონში გამართულ ღონისძიებას კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, მსახიობები - კახი კავსაძე და მერაბ ნინიძე, ბრიტანეთის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინა ელენე გლურჯიძე, ინგლისში მცხოვრები 105 წლის უხუცესი ქართველი ალექსანდრე ბესტაბაშვილი და ქართულ-ბრიტანული საზოგადოების წარმომადგენლები.

საღამოზე ელდარ შენგელაიას მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. მისმა ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა კინორეჟისორის შემოქმედება გაიხსენეს. გაერთიანებული სამეფოს პირველი დამატებითი ქართული სკოლის მოსწავლეებმა რეჟისორს 80 წლის იუბილე ლექსებით მიულოცეს. ბრიტანეთში მოღვაწე ქართული ჯაზ - კვარტეტის მონაწილეობით კი მუსიკალური ნომრები შესრულდა. საღამოს დასასრულს საზეიმო ტორტი გაიჭრა.

ნანა ხიდეშელი

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება